სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკუთარი სიკეთის მსხვერპლი

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ცხოვრების ბოლომდე ადამიანად დარჩე და სხვებიც შენში ადამიანს ხედავდნენ? როგორ მოვახერხოთ რომ ცხოვრების ბოლოს უსუსურ არსებად არ გადავიქცეთ? როგორ ავიცილოთ თავიდან დამცირება, როგორ მოვახერხოთ, რომ კუთვნილი დახმარება სახვეწარი არ გაგვიხდეს

თითქმის ერთი წელია ვიქტორ ივანოვი საწოლსაა მიჯაჭვული და დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. მანამდეც თბილისის ცენტრში პატარა ბარაკში მარტო ცხოვრობდა. პენსია საკვების და წამლების საყიდლადაც ჰყოფნიდა და მეზობლის ბავშებისთვის კანფეტებისთვისაც. იგი ძალიან უყვარდათ და მას პატივს სცემდნენ, ვიქტორი ყველას, ყველაფერში ეხმარებოდა. მაგრამ მოხუცის კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლეს, და მოტყუებით ხელი გაურკვეველ დოკუმენტებზე მოაწერინეს... ერთი თვის შემდეგ გაირკვა, რომ მარტოხელა ადამიანი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა და 2020 წლამდე ვერც პენსიას აიღებს და ვერც სოციალურ დახმარებას.

ვიქტორი ძალიან განიცდიდა, იმას კი არა, რომ სრულიად უსახსროდ დარჩა, არამედ იმას, რომ ასე მოატყუეს და ასე სასტიკად მოექცნენ. ერთადერთი ნუგეში კეთილი მეზობლები და ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლები არიან. ისინი რომ არა, მარტოხელა მოხუცს არავინ გაიხსენებდა, სამწუხაროდ სახელმწიფო სტრუქტურების მესვეურები მარტოხელა პარალიზებულ ბაბუას არაფრად აგდებენ.

ვიქტორის ბარაკში საშინელი მდგომარეობაა, ჰაერი არ არის, წყალიც არ არის, გაზიც არ არის... არ აქვს მაცივარი, ტელევიზორი, ხელსაბანი, საპირფარეშო... ოთახში არაფერი არ არის, იატაკიც კი აყრილია, ავეჯი კი დაობდა და დაიმტვრა.

ვიქტორი მთელი დღეები წევს, და კედელს შესცქერის. სიტყვასაც არ ამბობს... ან ძლიერი ტკივილის გამო, ან მომდგარი ცრემლების გამო. გვერწმუნეთ, ძალიან ძნელია მთელი ცხოვრება ღირსეულად იცხოვრო და უცებ, სიბერეში საკუთარი სიკეთის მსხვერპლი გახდე.

მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! ვიქტორს საკვები, წამლები, თეთრეული და ჰიგიენური საშუალებები ესაჭიროება.

თუ გაქვთ საშუალება და სურვილი დაეხმაროთ გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ვიქტორ ივანოვი) ან ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/

თუ არ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას, შეგიძლიათ თქვენი ნაქონი თეთრეული აჩუქოთ.

ერთად უკვე უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, მოდით ვიქტორიც არ დავტოვოთ მარტო. არავინ იცის, შეიძლება ხვალ სხვისი დახმარება ჩვენც დაგვჭირდეს!

R

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100