რუსებმა ხერსონის ერთ-ერთი სოფლის ეკლესიის ტერიტორია დაბომბეს - დაიღუპა მღვდელი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსები თავს დაესხნენ ხერსონის სოფელ ბელოზერკაში მდებარე ეკლესიის ტერიტორიას, რის შედეგადაც 72 წლის მღვდელი დაიღუპა, 76 წლის ქალი კი დაშავდა.
მისივე ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 4 საცხოვრებელი კორპუსი, ფოსტა, ადმინისტრაციული შენობები, ცენტრალური მოედანი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
ხერსონის რეგიონული პროკურატურის ცნობით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მონაცემები კი ზუსტდება.
კომენტარი