როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 18 დეკემბერს ქუთაისში დღისით +11 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ასევე წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი, აქ დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3. იწვიმებს ბათუმშიც, სადაც დღისით +12 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 იქნება. უნალექო ამინდია სოხუმშიც, სადაც +12 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -9 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.
ჭიათურაში +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც თოვლს პროგნოზირებენ, +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც თოვლს პროგნოზირებენ, აქ +8 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -9 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +9 გრადუსი და ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. 3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი არის ნავარაუდევი.
ლაგოდეხში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+7 გრადუსი და წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +7 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი.
რუსთავში იწვიმებს, დღისით ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარი