სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა - სამი ინფიცირებულის პირველწყარო დაუდგენელია

საქართველოში გამოვლენილი 19 ახალი ინფიცირებულიდან ერთი მედპერსონალია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოსი სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

კერძოდ, 19 ახალი შემთხვევიდან, რვა ლილოს ბაზრობას, ხუთი კი გარდაბნის რაიონს უკავშირდება. ორი შემთხვევა ადგილობრივი წარმოშობისაა: ერთი ტრაილერის მძღოლია, ერთიც კი მედპერსონალი, სამი ინფიცირებულის პირველწყარო კი დაუდგენელია.

ამ დროისთვის „კოვიდ–ცენტრებში“ 214 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით რვა ახალი პაციენტია მოთავსებული. მათგან ხუთი – ლილოს ბაზრობას, ორი გარდაბნის რაიონს უკავშირდება, ერთი კი მედპერსონალია. ამ დროისთვის სულ კლინიკაში 38 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სამის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, დინამიკაში მათი მდგომარეობა არ უარესდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.

„COVID ქვეყნიდან არ წასულა, იგი ქვეყანაში რჩება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დადასტურებული შემთხვევა იქნება – 19 თუ 1, მთავარია წესების დაცვა, ეს თითოეული ჩვენგანის დაცვაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ და საზოგადოებას ჰიგიენის დაცვის, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100