თემქის პოლიციის წინ მამაკაცმა თვითმკვლელობის მიზნით ცეცხლი წაიკიდა - მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა
ახალგაზრდა მამაკაცის ჯანრთელობის მდგომარეობა, რომელმაც წუხელ თემქის პოლიციასთან თავის დაწვა სცადა, სტაბილურად მძიმეა.
დავით კობახიძე მესამე ხარისხის დამწვრობითა და სასუნთქი გზების დაზიანებით რეანიმაციაში იმყოფება. მამაკაცმა პროტესტის უკიდურეს ზომას - მისი განმარტებით, პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო მიიმართა; მან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა "კურიერის" კამერის წინ სცადა. მანამდე მამაკაცი განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მომხდარზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარი