"ბიძინა ჩამოდი უნდა დაგახრჩო... ხეებს თხრი, აქანა კი ხალხი კვდება, ნუ მოკლავ ახალგაზრდებს"
საქნახშირის სისხლიანი ბიზნესის კიდევ 6 მსხვერპლი. ტყიბულის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაშავდა.
დაღუპულთა ახლობლები და ტყიბულის შახტის თანამშრომლები მომხდარის გამო პასუხისმგებლობას მენეჯმენტსა და სახელმწიფოს აკისრებს. მათი ნაწილი კი, პირდაპირ აცხადებს რომ დამნაშავე და მკვლელი, ხელისუფლება და ის ადამიანია, ვინც შახტას ფლობს.
„სად არის ჩემი ძმა. ნუ მოკლავთ ახალგაზრდებს...
ბიძინა ჩამოდი... ბიძინა ხეებს თხრი, შახტაში კი ახალგაზრდები იღუპებიან.
შენ თუ არ დაგჩეხო ბიძინა ჩემი ხელით... მთავრობა სად აგდია...“, -
ეს უკიდურესად გამწარებული ახალგაზრდა ქალბატონის სიტყვებია, რომელიც მან ეკონომიკის მინისტრის თანდასწრებით თქვა...
დიმიტრი ქუმსიშვილი შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. მან მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
კომენტარი