სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯერ ჩემს უფროს შვილს დაუდგინეს ტვინის სიმსივნე, შემდეგ კი უმცროსს აღმოაჩნდა სისხლის კიბო“ – 32 წლის დედის ტკივილი

32 წლის კერი რედფარნი ვერ აცნობიერებს და ჯერ კიდევ ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ ეს მისი შილების თავს ხდება.

როდესაც 6 წლის ოლივერს კანის უჯრედების გაფუჭება დაეწყო, მუცლის ტკივილი და უმადობა, კერი და მისი მეუღლე შეშინდნენ, თუმცა ასეთ ცუდ რეზულტატს მაინც არ ელოდნენ - წერს გამოცემა The Sun.

სისხლის კიბოს დიაგნოზმა მშობლები მორალურად კიდევ უფრო გაანადგურა, რადგან რამდენიმე ხნით ადრე მათი 10 წლის ვაჟს ტვინის სიმსივნე დაუდგინდა და მკურნალობის კურსს გადიოდა.

„ახლა ძმები ერთ პალატაში, გვერდი გვერდ წვანან და ერთმანეთს ამხნევებენ. ოლივერი ლეოს თავის წამლებსაც სთავაზობს, რათა ტკივილი გაუყუჩდეს. ლეო უმცროს ძმაზე ოთხი თვით ადრე მოხვდა ამ პალატაში, აცნობიერებს თავის მდგომარეობას და ძალიან ეშინია“ - აცხადებს კერი.

რედფარნების ოჯახს მესამე შვილიც ჰყავთ, პატარა გოგონა, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონეა და ისეთივე ყურადღება ჭირდება მშობლებისგან, როგორც მის ძმებს. საქველმოქმედო ფონდი მათ დასახმარებლად თანხას აგროვებს, რათა ფინანსური მდგომარეობა შეუმსუბუქოს ოჯახს.

„გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე ცუდი კოშმარი, შემდეგ ის 10-ჯერ გაზარდეთ და შეიძლება დაახლოებით მაინც წარმოიდგინოთ, ახლა რა დმგომარეობაში ვიმყოფები“ - აცხადებს სასოწარკვეთილი დედა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100