სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რუსების მოკავშირე მოღალატე ქართველებს ფიზიკურად გავუსწორდებით“

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში ეროვნული მოძრაობის ლიდერების შეკრება შედგა, სადაც ანტისაოკუპაციო გეგმა დაიხა. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერი თამარ ჩხეიძე, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი და ედპ-ის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს სრულმასშტაბიანი ოკუპაციის საფრთხე რეალურია და ამაში ქართველი მოღალატეები ითამაშებენ გადამწყვეტ როლს.

„მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დიდია საფრთხე იმისა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფედერაციულ მოწყობას მოაწერონ ხელი, რაც საბოლოოდ იურიდიულად დაგვაკარგვინებს ჩვენს ტერიტორიებს“, – განაცხადა ირაკლი წერეთელმა.

„დრონი.ჯი“: თქვენ ერთ-ერთ ტელე-ეთერში აღნიშნეთ, რომ რა დროს არჩევნებია, როცა რუსეთიდან საფრთხე რეალურია და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის უნდა ვემზადოთო... რატომ უნდა გადაიდოს არჩევნები 2013 წლამდე?


ირაკლი წერეთელი: ჩემი გამოსვლა არ ყოფილა პანაცეა. ინგლისმა შესანიშნავი პრეცედენტი შექმნა. გაგანია ომის დროს არჩევნები ჩაატარა. ინგლისის გადამრჩენელმა, მსოფლიოს უდიდესმა პოლიტიკოსმა, მეოცე საუკუნის დემოკრატიის ერთ-ერთმა შემომქმედმა, უინსტონ ჩერჩილმა ეს არჩევნები წააგო. ამით არც ინგლისი დაქცეულა და არც მას შექმნია საფრთხე. შეიძლება ქვეყანაში იყოს სამხედრო მდგომარეობა და არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე არჩევნების ნაცვლად სხვა რამეზე ავიღებდი ორიენტაციას, ერის განმათავისუფლებელ და საომარ განწყობაზე.

საქართველოს პრეზიდენტი რომ ვიყო, მოსკოვში მორბენალ პოლიტიკოსებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ძელზე გავაკრავდი.

– ხედავთ იმის საფრთხეს, რომ სცენარი, რომელიც ტელეეთერით იყო წარმოდგენილი, ვგულისხმობ იმიტირებულ სიუჟეტს, რეალობად იქცეს?

– ქართველ მეფეთა შორის ორი მეფე განსაკუთრებით მიყვარს: დავით აღმაშენებელი და ვახტანგ გორგასალი. დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლის შუბის წვერზე მკიდია 2013 წლამდე ნებისმიერი არჩევნები.Aახლა აუცილებელია ანტისაოკუპაციო მოძრაობა აგორდეს, რათა რუსები საქართველოდან გავაძევოთ. ჩატარდება არჩევნები. ვისაც მერობა უნდა, ყველას ღმერთმა შეარგოს. მერი საზიზღარი სიტყვაა. განსაკუთრებით მერი, მაყვალა და კატუშა.

– თქვენ საინტერესო იდეის ავტორი ბრძანდებით, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულების დადებას გულისხმობს, რითიც ამერიკა საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი იქნება...

– „საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია“ რამდენიმე სტრატეგიული ინიციატივით არის ცნობილი. ეს 1989 წლის სტრატეგიული ინიციატივაა. ჩვენ ნატოში გაწევრიანების იდეის ავტორები ვართ. ნატო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაა. ოცდაშვიდმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, როდის მიიღებენ საქართველოს ნატოში. ჩვენ ამერიკის გამოც გვინდა ნატოში შესვლა. ორმხრივი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება უფრო სწრაფად მოგვარებადია, ვიდრე ის, თუ ოცდაშვიდი სახელმწიფო რა დროს რას გადაწყვეტს.Aროდესაც მაპი ვერ მივიღეთ, ბუქარესტის სამიტზე კვლავ ამ იდეით უნდა გამოვსულიყავით.

25 დოკუმენტი გვაქვს შექმნილი და თარგმნილი ინგლისურ ენაზე, ყველა მათგანი აშშ-ის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და თავდაცვის მდივნის მაგიდაზე დევს. ვმუშაობთ იმაზე, რომ ამერიკასთან დაიდოს სამოკავშირეო ხელშეკრულება. გიგა ბოკერია, მეორე კაცია საქართველოში, ვინც ამ იდეას ეთანხმება და ამ მიმართულებით აქტიურადაც მუშაობს, ოღონდ უფრო მაღალ დონეზე. სამწუხაროდ, ეს მარტო ჩემსა და გიგა ბოკერიაზე დამოკიდებული არაა. ამ საქმეში მთავარი როლი მაინც ამერიკამ უნდა შეასრულოს. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს მეორე ისრაელი, კბილებამდე შეიარაღებული, მილიტარისტული ქვეყანა და ამერიკის მოკავშირე.

– სააკაშვილმა ამერიკის ოფიციალურ ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორია ავღანეთში ნატოს ტვირთების გადასაზიდად შესთავაზა. რუსეთის ხელისუფლებამ კი პირობა დაარღვია და ნატოს ტვირთების გადაზიდვა მისი ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. როგორ შეაფასებთ სააკაშვილის ამ შეთავაზებას?

– ძალიან კარგი შეთავაზება იყო, მაგრამ ამას ჯობს, პირდაპირ შესთავაზო სამოკავშირეო ხელშეკრულება.Oამ საკითხში მიხეილ სააკაშვილისა და ჩვენი პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა.

– როგორი იქნება ანტისაოკუპაციო მოძრაობის შემდგომი გეგმები იმის გათვალისწინებით, რომ მოძრაობაში, ეროვნული მოძრაობიდან სულ უფრო მეტი პოლიტიკური ძალა ერთვება?

– ეს შეკრება იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით. ედპ-ის დიდი სურვილია, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა საქართველოში უფრო გაიშალოს და უზარმაზარი მასშტაბები მიიღოს. რუსეთის გეგმა უნდა ჩავფუშოთ, რათა საქართველოს დეოკუპაციის, ნატოში გაწევრიანების და დასავლეთის სივრცეში საშვილთაშვილოდ დამკვიდრების პროცესი წარმატებით დაგვირგვინდეს.

– ექნება თქვენს ბრძოლას საზოგადოების მხარდაჭერა?

– „საზოგადოება“ – ასეთი სიტყვა მე არა მწამს. ქართველი ერის პოზიციაა მნიშვნელოვანი. თუ ქართველი ერი არ დაუჭერს მხარს ამ მოძრაობას, მაშინ გამარჯვება არ უწერია. ქართველმა ერმა რეფერენდუმში მხარი დაუჭირა, ხოლო 2005 წლის პლებისციტშიც მოითხოვა საქართველოს ნატოში გაწევრიანება. სამწუხაროდ, არიან მოღალატეები... ჩვენ გვინდა მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლა. თუ არ აღმოჩნდა მშვიდობიანი პოლიტიკური ძალისხმევა, არ გამოვრიცხავთ, რომ გავერთიანდებით სამოცი ათას კბილებამდე შეიარაღებულ ჯართან და პოლიციასთან და გავაკეთებთ იმას, რასაც აკეთებდა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. რუსების მოკავშირე მოღალატე ქართველებს ფიზიკურად გავუსწორდებით.
– ერთ-ერთი, ვინც ყველაზე ხშირად დარბის მოსკოვში, ნოღაიდელია. იგი აცხადებს, რომ ბოლო გამოკითხვით ქართველებს ნატოში შესვლა აღარ უნდათო. თუმცა, რა სოციოლოგიურ გამოკითხვაზე საუბრობს, ამას არ ამხელს. როგორია თქვენი აზრი ამის თაობაზე?

– ეგ არის პროვოკაცია, გამორიცხული ამბავია. ნოღაიდელი არის რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მოღალატეობის ცოცხალი სიმბოლო. მიკვირს, რატომ არ იჭერს სააკაშვილი?

– ამ დაჭერასთან დაკავშირებით ნოღაიდელმა „ედინაია როსიასთან“ ხელშეკრულება დადო, რომლის პირველი პუნქტის მიხედვითაც ორი პარტია ერთმანეთს ინფორმაციას გაუცვლის. რას გულისხმობს ეს პუნქტი?

– დაბეზღებას, რა თქმა უნდა. საქართველოს დაბეზღებას და ჩაშვებას რუსეთში.

– ალბათ, სპეცსამსახურებს სამართლებრივად დადასტურებული დოკუმენტები არა აქვთ მისი ჯაშუშობის შესახებ და იმიტომ იკავებენ თავს მისი დაჭერისგან, თორემ ამ საქმეს წინ არაფერი დაუდგება.

– რას იზამდა დავით აღმაშენებელი, რას იზამდა ვახტანგ გორგასალი, რას იზამდა გიორგი ბრწყინვალე, დიდგორის ბრძოლის წინNნებისმიერი ქართველი ერისთავი რომ მისულიყო, ილღაზისთვის ხელი ჩამოერთმია და სიტყვა – ინფორმაცია მაშინ არ იყო და ცნობები გაეცვალა მტრისთვის, დავითი ან თავს მოაჭრიდა, ან დასვამდა ძელზე. სააკაშვილი ამას არ აკეთებს, ეტყობა, ძალიან რბილი პრეზიდენტი გვყავს.

– რატომ?


– ახლაა საჭირო, რომ პრორუსული პოზიცია გამოცხადდეს მოღალატურად. მე მქონდა ჩემი წიგნის პრეზენტაცია, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ვერ მოვიდა, მაგრამ იქ იყვნენ ბატონები გიგა ბოკერია, ნუგზარ წიკლაური, გიგი წერეთელი. იქ აღინიშნა, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ ამ საკითხში.Mმე პირიქით, ძალიან მიხარია, რომ საქართველოში მოვიდა დრო, როცა ჩემი და პრეზიდენტის პოზიცია მტრის წინააღმდეგ ემთხვევა ერთმანეთს.

ღმერთმა დაიფაროს, პრეზიდენტი არ იყოს გულწრფელი და თამაშობდეს. რუსეთის წინააღმდეგ ვინც იბრძოლებს, ყველა ჩემი მოკავშირეა. ორი ძირითადი გეგმა გვაქვს: არსებული ოკუპირებული ტერიტორიები გავათავისუფლოთ, მეორე კი _ ახალი აგრესია ჩავშალოთ და აშშ-თან სასწრაფოდ დავდოთ სამოკავშირეო ხელშეკრულება. ამაში ახალგაზრდობის ჩართვასაც ვაპირებთ, შევხვდი სამხატვრო აკადემიის რექტორს, ბატონ გია ბუღაძეს, ასევე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი მარგველაშვილს, ილიას უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ გიგი თევზაძეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ბევრს რომ ჰგონია, რომ ხელისუფლებაში ბევრი მოღალატეა და ოპოზიციაში კი ყველა პატრიოტია, ეს ძალიან დიდი ტყუილია..

– პუტინისტ-ლენინისტები ძლიერ აქტიურობენ, აქციებს მართავენ, რეგიონებში დარბიან ავტოკოლონებით და ხალხს ხვდებიან.

– 2010 წლის 31 იანვარს ქაშუეთის ეკლესიაში ჩავატარეთ კახეთის 1812 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით შეკრება. უნივერსიტეტში ჩავატარეთ შეკრება დავითობის დღეს. იუნკრებთან გავედით 21 თებერვალს, 11 თებერვალს, როცა დაიწყო საქართველოს ოკუპაცია, ამ თარიღს მივუძღვენით აქცია პარლამენტის წინ. 25 თებერვალს ჩავატარეთ აქცია. ჩვენს აქტიურობას არ აშუქებდნენ. ახლა იმედი მაქვს გაშუქდება და, როგორც ჩანს, ძალიან დიდი საფრთხეა რუსეთიდან.

ხელისუფლებაც მხარს გვიჭერს ამ ბრძოლაში. შამილის სიტყვებს მოვიყვან: თავისუფლებისთვის ბრძოლაში თუ გავიმარჯვებ, კარგია, მაგრამ, თუ არ გავიმარჯვე, თვითონ ბრძოლაში რომ ვარ, ეს უკვე გამარჯვებაა. ვინ უფრო დიდი გამარჯვებულია ქრისტიანობაში – იმპერატორი კონსტანტინე დიდი, რომელიც ქრისტიანი გახდა, თუ წმინდა გიორგი, რომელიც ბორბალზე დაატრიალეს და 365 ნაჭრად აქნეს?

თავისუფლებისთვის ბრძოლას რომ იწყებ, უკვე გამარჯვებული ხარ. მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, ყველა ქართველს, ვინც სად ცხოვრობს, რომელ სახელმწიფოში, რომ მოეწყოს გრანდიოზული პლანეტარული გამოსვლები საქართველოს სრული უპირობო დეოკუპაციის მოთხოვნით. 9 აპრილს რუსეთის ფეხქვეშMმიწა უნდა იწვოდეს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100