„გვანცას მშობლებმა ტელეფონი წაართვეს, რომ აღარ ეთამაშა“ - რას ყვება გოგონას ახლობელი, რომელმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულა?
ყვარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში 15 წლის გვანცა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ირკვევა, ის ინტერნეტ-თამაშის მსხვერპლი გახდა, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია. დრონი.ჯი-ს გარდაცვლილის ნათესავი ესაუბრა:
„ძალიან წესიერი ოჯახი იყო, დედა მასწავლებელი ჰყავდა, თვითონაც ძალიან მოწესრიგებული და ყოჩაღი გოგო იყო, ძიუდოზე დადიოდა. ბოლო პერიოდში რაღაც თამაშში ჩაერთო, კითხვებზე სცემდა პასუხებს თუ რაღაც მსგავსი... მშობლებმა ტელეფონიც კი წაართვეს. იმ დილით გვანცას დედა თბილისში წამოვიდა და გზიდან მოაბრუნეს. ალბათ თამაშის გამო გააკეთა ეს... ამბობენ, ასე ბევრმა მოიკლა უკვე თავიო, მაგრამ ჯერ არ ვიცით ზუსტად, ექსპერტიზის პასუხი არ მოსულა“.
გაჟღერებული ვერსიის გარდა, სოციალურ ქსელში გვანცას პირად გვერდზე საკმაოდ სევდიანი პოსტებიც აქვს გაზიარებული, რაც აჩენს ეჭვს, რომ გოგონა არც ისე უდარდელად გრძნობდა თავს, ფაქტია, რომ მას გარკვეული პრობლემა ჰქონდა პირად ურთიერთობაშიც, რაც მისი პოსტებიდან ჩანს.
კომენტარი