ბათუმს დღეს ენრიკე იგლესიასი ეწვევა
ბათუმს დღეს კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი ეწვევა.
ევროპის მოედანზე მსოფლიოში აღიარებული პოპ ვარსკვლავის მოსმენას ათი ათასამდე მსმენელი შეძლებს. მათთვის კი, ვინც კონცერტზე ვერ მოხვდება, ბულვარში და თეატრის წინ მონიტორები დამონტაჟდება.
MTV-ის გადაწყვეტილებით, ენრიკე იგლესიასთან ერთად შოუში ევროვიზიის ქართველი მონაწილე ჯგუფი "ელ დრაინი", სოფო ნიჟარაძე, სტეფანე და "სამი ჯი" მიიღებენ მონაწილეობას,.
2 აგვისტოს 19:00 სთ-ზე, MTV live-ს მსოფლიოს 151 ქვეყანაში ნახავენ.
კომენტარი