რომეო საჯაიას სასამართლოში მოუწევს ამ ბოდვის დადასტურება – გიორგი უძილაური
"ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური ადვოკატ რომეო საჯაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. უძილაურის თქმით, რომეო საჯაიას სასამართლოში მოუწევს იმ ინფორმაციის დადასტურება, რაც გაავრცელა. მიუხედავად იმისა რომ ვინმე რომეო საჯაიას ამ ბოდვას სოცქსელებში საყოველთაო დაცინვა მოყვა, "პირველმა რადიომ" მაინც ნიუსად დადო ეგებ ვინმემ დაიჯეროსო. "ნაციონალებს" ასეთი იაფფასიანი ისტერიკის მეტი არაფერი დარჩათ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე. აი, არჩევნების შემდეგ კი, სასამართლომ და მედიაექსპერტებმა შეაფასონ "პირველი რადიოს" ეს ქმედება. რომეო საჯაიასაც სასამართლოში მოუწევს ამ ბოდვის დადასტურება",-წერს უძილაური. ცნობისთვის, რომეო საჯაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის სახლიდან 4 ინკასაციის მანქანა გამოვიდა. მისივე ინფორმაციით, სახლიდან გაიტანეს ნახატები და ძვირფასი ნივთები. საჯაიას თქმით, აღნიშნული ავტომანქანები წავიდნენ აეროპორტისკენ.
კომენტარი