7 ნაბიჯი ცხოვრების შესაცვლელად
იაზროვნეთ გლობალურად - ბევრი ადამიანი მიჯაჭვულია იმას რაც ახლა აქვს და მომავალსაც ახლა არსებულის გათვალისწინებული შესაძლებლობების მიხედვით გეგმავს, რაც სარგებლის მომტანი არ გახლავთ. გულწრფელად მოინდომეთ ცხოვრების შეცვლა და დაგეგმეთ მასშტაბურად.
დააზუსტეთ საკუთარ თავთან ის რაც გსურთ - დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა „რა გამხდის ბედნიერს?“ და პასუხის მიღების შემდეგ წადით ამ მიმართულებით.
შეცვალეთ საკუთარი თავი - ცხოვრების შესაცვლელად პირველ რიგში საკუთარი თავით უნდა დაკავდეთ. გაერკვიეთ საკუთარ თავში და გაიგეთ რა გიშლით ხელს წინსვლაში.
შეცვალეთ საკუთარი ფიქრები - ფიქრი ყველაფრის საწყისი და ბოლოა. ფიქრი ეს არის ის რაც გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე. თუ თავში ბევრი ნეგატიური ფიქრი გაქვთ მათი შეცვლა მოგიწევთ და ამის გაკეთება აფირმაციის საშუალებითაა შესაძლებელი.
იმოქმედეთ - თუ იწვებით დივანზე და იოცნებებთ ცხოვრების შეცვლაზე ეს არაფერს მოგიტანთ. საჭიროა მოქმედება, აქტიურობის გამოჩენა და საკუთარი მშვენიერი სამყაროს საკუთარი ხელით აგება.
იცხოვრეთ სავსე ცხოვრებით ახლა - ყოველ დღე ჰკითხეთ საკუთარ თავს თუ რამ შეიძლება გაგახაროთ დღეს? რა მოგწონთ? რა გამოიწვევს თქვენში პოზიტიურ შეგრძნებებს და აუცილებლად გააკეთეთ ეს დღესვე.
გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა - თუ სამყარო შანსს გჩუქნით ან გაცნობთ ახალ ადამიანს, არ განერიდოთ ამ ყველაფერს. შესაძლოა ეს თქვენი ბედი იყოს. შესაძლებლობები იქ იმალებიან სადაც ყველაზე ნაკლებად ველით.
კომენტარი