სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბუნკერი სადაც ჰიტლერმა თავი მოიკლა

ეს ფოტოსურათი შთამბეჭდავი ისტორიული ფოტოების სიაშია შესული, მასზე გამოსახული გახლავთ ბუნკერი, სადაც ჰიტლერმა თავი მოიკლა.

ისტორიული წყაროების თანახმად:

1945 წლის მარტში პარკინსონით დაავადებულმა ჰიტლერმა წითელი არმიის საჰაერო დაბომბვებისაგან თავი ფიურერის ბუნკერს შეაფარა.

19 მარტს მან გასცა ე.წ. "ნერონის ბრძანება", რომლის მიხედვითაც უკანდახეულ გერმანელ მებრძოლებს ომს გადარჩენილი ინფრასტრუქტურა უნდა გაენადგურებინათ. ფიურერის ამ ბრძანების შესრულებას ხელი შეიარაღების მინისტრმა ალბერტ შპეერმა შეუშალა. 1945 წლის 22 აპრილს ჰიტლერი პანიკაში ჩავარდა, როცა მისთვის ნათელი გახდა დამარცხების გარდაუვალობა. მან საკუთარი შტაბის დიდი ნაწილი გაათავისუფლა და მიუხედავად ბორმანის, კაიტელის და გიოტინგის მრავალჯერადი თხოვნისა უარა განაცხადა ბერლინის დატოვებაზე. თავის შეფ-ადიუტანტს იულიუს შაუბს ჰიტლერმა დაავალა მისი დოკუმენტების და კორენსპონდენციის რაიხსკანცელარიაში, ბუნკერში, მიუნხენში და ობერზალცბერგზე განადგურება.

მომდევნო დღეებში ჰიტლერის ინტერესის ერთადერთი თემა თვიმკვლელობისათვის საუკეთესო საშუალების ამორჩევა იყო. მისი ბრძანებით ბუნკერში მყოფ ყველა პირს კალიუმის ციანიდის ამპულა დაურიგდა. 1945 წლის 29 აპრილს ჰიტლერმა იქორწინა ევა ბრაუნზე და მომდევნო დღეს 30 აპრილს ახლადშეუღლებულებმა 14:30-ზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ორივემ კალიუმის ციანიდის ამპულები დაღეჭეს, ხოლო ჰიტლერმა ამასთან ერთად საფეთქელში ტყვია დაიხალა.

ფიურერის ბრძანების მიხედვით მისი და ევა ბრაუნის გვამები მარტინ ბორმანმა, ჰიტლერის კამერდინერმა ჰაინც ლინგემ, ადიუტანტმა ოტო გიუნშემ და ფიურერის დავცის რამდენიმე პირმა რაიხსკანცელარიის ეზოში ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ერთ-ერთ ორმოში მოათავსეს, ბენზინი გადაასხეს, დაწვეს და შემდგომ მიწით დაფლეს. მაისის პირველ რიცხვებში საბჭოთა სპეცჯგუფმა ჰიტლერისა და ევა ბრაუნის დანახშირებული გვამები ამოთხარეს და რენტგენის სურათების და კბილების სქემის მიხედვით ამოიცნეს. სსრკ გვამების პოვნას ათწლეულების მანძილზე პოლოტიკური მოსაზრებებით საიდუმლოდ ინახავდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 70-იან წლების დასაწყისში ჰიტლერისა და ევა ბრაუნის გვამები, რომლებიც მაგდებურგში ერთ-ერთ საბჭოთა ყაზარმის ეზოში იყო დამარხული, კგბ-ის მაშინდელი შეფის ანდროპოვის ბრძანებით დაფერფლილ იქნა და ფერფლი მდინარე ელბაში იქნა გადაყრილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100