„რუსეთის ინტერესები უნდა დავაკმაყოფილოთ“...
„ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი და კრემლის ორატორი, ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ საქართველო ნატოში ვერ შევა და ამ პროცესს ხელს რუსეთი შეუშლის. მისი აზრით, რუსეთის ინტერესი საქართველომ სრულად უნდა დააკმაყოფილოს. „დრონი ჯი“ ვალერი კვარაცხელიას პრორუსული პოზიციით დაინტერესდა...
„დრონი ჯი“: თქვენ ერთ-ერთი მოთავე იყავით საქართველოში შევარდნაძის ჩამოყვანისა, ამ დროს შევარდნაძე იყო ჯეიმს ბეიკერისა და სხვა დასავლელი ლიდერების მეგობარი. ცნობილი ფაქტია, რომ აშშ-ს არ სწყალობთ. თქვენი გადაწყვეტილება შევარდნაძის ჩამოყვანასთან დაკავშირებით თქვენს პრინციპებთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა?
ვალერი კვარაცხელია: სწორად დასმული შეკითხვაა. შევარდნაძე რომ მე ჩამოვიყვანე, ასე არ ვიტყოდი, თუმცა ერთ-ერთი აქტიური ინიციატორი კი ვიყავი. მე არ მომყავდა შევარდნაძე იმიტომ, რომ ის რუსეთის ინტერესების გამტარებელი იყო.
იმიტომ მომყავდა, რომ თვითონ იყო დიდი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც შეეძლო ყველაზე მეტად მოეხდინა გავლენა საქართველოში მაშინ არსებულ სიტუაციაზე, მეორეც და უმთავრესი ის იყო, რომ შევარდნაძე იყო მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, რომელიც დასავლური ღირებულებების გამტარებელი იყო.
თქვენ ჩემსა და ამერიკას შორის წინააღმდეგობის ხაზს რომ უსვამთ, გეთანხმებით, რომ ეს წინააღმდეგობა შემდეგში უფრო გაიზარდა, მაგრამ იმ დროს ეს წინააღმდეგობა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული. მერე დავინახე ცუდი, როგორც გამსახურდიამ, რომ მათ ამ ღირებულებებს ბლომად მოაყოლეს თავისი ინტერესები, რომელიც მარტო რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ კი არ იყო, არამედ საქართველოს საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.
- თქვენ შევარდნაძის ჩამოყვანის გამო ზვიადის მომხრეები შევარდნაძის გოშიას გიწოდებდნენ...
- ვინმეს შეიძლება შეურაცხმყოფელი ეპითეტები გულს არ სტკენდეს? დიალოგის ნაცვლად გადავდივართ ხოლმე შეურაცხყოფაზე. ეს ჩვენი უბედურებაა. ზვიადისტების კასტა, ქუჩაში რომ დაფართხუნობენ შავებში ჩაცმული ქალები, ეს ეროვნული ტრაგედიაა. სამწუხაროდ, ზოგი ზვიადისტია, ზოგი - შევარდნაძისტი. არც ზვიადის მსოფლმხედველობა იციან, არც შევარდნაძის. უბრალოდ კერპთაყვანისმცემლები არიან.
- ჩამოსვლის შემდეგ შევარდნაძემ რაღაც დონეზე გაანეიტრალა სამხედროების თარეში საქართველოში. თუმცა, მერე „აურია“ და მიიღო კიდეც რევოლუცია. ისე კი, ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის იდეა არ გხიბლავდათ?
- ეს მილები, რომელიც ზოგი გაყვანილია, ზოგი გასაყვანია, მაინცდამაინც დიდი მოგების მომტანიაო, რომ ამბობენ, ესეც გაბერილია, ქვეყნისთვის სასარგებლოა რაღაც ეკონომიკური პროექტები, მაგრამ ეს უნდა იყოს ჰარმონიზებული გარე სამყაროსთან.
თუ ჩვენ ამას ვაღწევთ მხოლოდ იმის ფასად, რომ რუსეთთან შევდივართ კონფრონტაციაში, მაშინ ეს დაანგრევს საქართველოს. ჩვენ ეს დაგვემართა, საუბედუროდ, მარტო შევარდნაძეს კი არ დაემართა ეს. დღემდე ამ უბედურებაში გვაქვს თავი გაყოფილი. დასავლეთის ხელში ვართ რუსეთის წინააღმდეგ საჩხიკინო ჩხირი.
ეს ფუნქცია ჯერ ერთი შეურაცხმყოფელია და მეორეც დამანგრეველია ჩვენთვის. ომი, აგრესია, ოკუპაცია, ეს ლექსიკონი ზეპირად ვიცით, მაგრამ ამის ანალიზი არ ხდება.
ეს ხომ არ არის გორბაჩოვის და ელცინის რუსეთი, ეს სხვა რუსეთია. პუტინი მოგვწონს თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, იქ არის რუსეთის პატრიოტი კაცი, რომელიც აკეთებს თავის საქმეს. ის აკავებს იმ წინააღმდეგობას, რომელშიც მოდის რუსეთი დასავლეთთან. შენ რომ ეტყვი, სოჭამდე უნდა მოგიტანოთ ნატოს მთელი მძიმე შეიარაღება თავის რაკეტებიანადო, მოგვატანინებს? მაშინ დარწმუნებული უნდა იყო, რომ მოგატანინებს, მაგრამ ჩვენ ამაში ხომ არ ვართ დარწმუნებული?
- ჟორდანიას მთავრობამ გამოაცხადა საქართველო ნეიტრალურ სახელმწიფოდ, მაგრამ საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო ამის მიუხედავად. რა გარანტია გვაქვს, ნეიტრალიტეტი რომ გამოვაცხადოთ, რუსეთი მთლიანად არ დაგვიპყრობს?
- გეტყვით მაგრამ მანამდე ის ვთქვათ, ჩვენ რომ ავიჩემეთ ნატო, რა გარანტია გვაქვს, დღეს რომ სამ ნაწილად არის საქართველო დაშლილი, ხვალ ექვს ნაწილად არ იქნება დაშლილი? მაკკეინის ჩამოსვლა და აქედან მუშტების ქნევა რას მოგვიტანს?
- რატომ აღიზიანებს პოლიტიკოსების ნაწილს მაკკეინის ჩამოსვლა?
- იმიტომ, რომ ეს არის ქართველების გასასულელებლად მიმართული არაფრის მთქმელი აქცია. ნატოსკენ სვლამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს საქართველო ტერიტორიულად დანგრეული ქვეყანაა. რა გააკეთა ევროპამ, ნატომ, აშშ-მა იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა შეცვლილიყო?
- საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა რუსეთიდან არ მოდის? მისთვის ხელსაყრელია, როგორც ჩანს, ნეიტრალიტეტი და თქვენც ახმოვანებთ...
- საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა რუსეთიდან არ მოდის? მისთვის ხელსაყრელია, როგორც ჩანს, ნეიტრალიტეტი და თქვენც ახმოვანებთ...
- რა თქმა უნდა, რუსეთისთვის არის ხელსაყრელი.
- რატომ ხართ აგრესორი, ოკუპანტი რუსეთის მომხრე?
- თუ რუსეთის ინტერესებს აბსოლუტურად არ დავაკმაყოფილებთ, დაინგრევა საქართველო.
- ჩვენს საზიანოდ უნდა დავაკმაყოფილოთ რუსეთის ინტერესები?
- თქვენ გაღიზიანებთ ეს პოზიცია, მოდით ვიმსჯელოთ. გიბრუნებთ კითხვას. რომელსაც თქვენ ეთანხმებით ამ პოლიტიკამ საქართველოს რა მოუტანა, ხომ ნახეთ? გვინდა რომ ეს გავაგრძელოთ? თქვენი აზრი მაინტერესებს.
- ჩვენს მკითხველებს ჟურნალისტის აზრი ნაკლებად აინტერესებთ, მათ რესპოდენტის აზრი უფრო აინტერესებთ.
- თქვენ როცა ჟურნალისტიკის ფარგლებიდან გადიხართ და მხარე ხართ, იმიტომ გეკითხებით.
- მე კითხვებს გისვამთ და თქვენგან პასუხს ველი, მხარე არ ვარ. გახდა საქართველო ნეიტრალური, მერე როგორ განვითარდება მოვლენები?
- არა რუსეთის თითის აქნევაზე ყველაფერი არ უნდა შევასრულოთ, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ რაში მდგომარეობს რუსეთის ინტერესი და აშშ-ს ინტერესი. ამ ინტერესების ჰარმონიზაცია უნდა მოვახდინოთ. პოლიტიკა არ არის ინტერესთა დაპირისპირების ხელოვნება, ეს სამხედრო საქმეა, ინტერესთა ჰარმონიზაცია არის პოლიტიკა. რუსეთი არის ზესახელმწიფო, მეზობელი სახელმწიფოა. თუ ამერიკას აქვს აქ ინტერესი, რუსეთს როგორ შეიძლება აქ ინტერესი არ ჰქონდეს? გავიგეთ რა არის რუსეთის ინტერესი? პატარა საქართველო არ უნდა შევიდეს რუსეთის მტრობის ალიანსში, თორემ აუცილებლად დამარცხდება. ისტორიული მეზობლობა, მართლმადიდებლობა გვაკავშირებს.
- ომის დროს კარგად ახსოვდათ მართლმადიდებლობა. ჩვენ ეს დავინახეთ, ბომბებს რომ გვაყრიდნენ თავზე.
- ომის დროს მართლმადიდებლობა კი არა, ის ინტერესი და ამოცანა, ახსოვდათ, რომელიც მათ წინაშე იყო დასახული და ამიტომ დააყარეს თავზე საქართველოს ბომბები.
- ისტორია რომ გავიხსენოთ, რატომ წარმოიშვა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიები? ნაღმების სახით სტალინმა და ორჯონიკიძემ შექმნეს ეს სუბიექტები, რომ საქართველო დაეშალათ.
- არ შეიძლება პოლიტიკაზე მსჯელობისას ისტორიის მოხმობა.
- ელცინმა შეუთვალა გამსახურდიას, თუ გააგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, აგიფეთქებთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთსო ეს ნაღმები არსებობდა და დღემდეა.
- პოლიტიკაზე საუბრის დროს ისტორიული ფაქტების მოყვანა არაფრის მომცემია. ამ მოცემულობით უნდა ვისაუბროთ პოლიტიკაზე.
- რუსეთი თანასწორი ურთიერთობისთვის მზად არ არის...
- ამერიკა არის მზად? ერაყში, ავღანეთში რა უნდოდა?
- საქართველო შვეიცარიის დონის ნეიტრალური სახელმწიფო ვერ იქნება...
- რატომ ვერ იქნება? ნატოსთვის ამდენი წლებია თავს იკლავთ და ვერ შედიხართ. ნატოსკენ სწრაფვით რუსეთთან კონფრონტაციაში შედიხართ. ამ ბინძურ პოლიტიკას საქართველომ თავი უნდა დაანებოს. ნახავთ ახლა უკრაინაში ჩამოვარდება ის დეგენერატი იუშენკო და დამთავრდება იქ ნარინჯისფერი რევოლუცია.
- ამერიკა არის მზად? ერაყში, ავღანეთში რა უნდოდა?
- საქართველო შვეიცარიის დონის ნეიტრალური სახელმწიფო ვერ იქნება...
- რატომ ვერ იქნება? ნატოსთვის ამდენი წლებია თავს იკლავთ და ვერ შედიხართ. ნატოსკენ სწრაფვით რუსეთთან კონფრონტაციაში შედიხართ. ამ ბინძურ პოლიტიკას საქართველომ თავი უნდა დაანებოს. ნახავთ ახლა უკრაინაში ჩამოვარდება ის დეგენერატი იუშენკო და დამთავრდება იქ ნარინჯისფერი რევოლუცია.
დღევანდელ რუსეთს ნატო ალყაში ვერ მოაქცევს. სააკაშვილის ხელისუფლება ანგრევს საქართველოს. რუსეთთან შესაძლებელია მოიძებნოს საერთო ენა, ისევე როგორც ამერიკასთან. ამერიკელებმა აიღეს ხელი მსოფლიო ჰეგემონობაზე ობამას მოსვლის შემდეგ იმიტომ, რომ მოვიდა გონიერი კაცი. რეიგანიდან მოყოლებული ბუშამდე ამერიკას მართავდნენ ავანტიურისტები და დაანგრიეს თავიანთი ქვეყანაც და მთელი მსოფლიოც. პოლონეთსა და ჩეხეთში ნატოს რაკეტების განლაგებაზე უარი განაცხადა ობამამ. ამერიკამ იცის, რომ საქართველო ვერასოდეს გახდება ნატოს წევრი.
- თუ გავხდებით ნეიტრალური სახელმწიფო, რუსეთი დაგვიბრუნებს ტერიტორიებს?
- იქ რომ ხალხი ცხოვრობს იმათ უნდა ჰკითხონ.
- გაცილებით მეტი დევნილი გვყავს ჩვენ და იმათ არ უნდა ჰკითხონ?
- იქ რომ ხალხი ცხოვრობს იმათ უნდა ჰკითხონ.
- გაცილებით მეტი დევნილი გვყავს ჩვენ და იმათ არ უნდა ჰკითხონ?
- ნეიტრალიტეტისთვის უნდა ვიბრძოლოთ. საქართველოში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელსაც სურს დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან, რუსებთან, ამერიკელებთან. ნატო და საქართველო ერთად დამთავრდა.
- საიდან ასეთი ინფორმაცია, რის საფუძველზე ამბობთ ამას, კრემლში გითხრეს?
- ევროპის ქვეყნები ხმას მოგცემენ ნატოში შესასვლელად? დინების წინააღმდეგ სვლაა. რუსეთთან მტრობას სჯობს რუსეთთან მეგობრობა.
კომენტარი