სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არავინ იცის, ვიქნები თუ არა პრემიერ-მინისტრის მეუღლე"

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა ჰოლანდიურ გაზეთ Trouw-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მას შეუძლია წეროს წიგნები, წაიკითხოს ლექციები, თუმცა ეს არ არის მიშა. ის გრძნობს, რომ ამისთვის მზად არ არის", - განაცხადა სანდრა რულოვსმა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაურკვეველი იყო, რა ბედი ეწეოდა მიხეილ სააკაშვილს, როცა ის პრეზიდენტის იმუნიტეტს დაკარგავდა. "გასულ წელს მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა და იქიდან მოყოლებული, ახალმა ხელისუფლებამ ჩემი ქმრის გარემოცვის წევრების მიმართ შურისმაძლიებლური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ყოფილი მინისტრები გაასამართლეს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კი დაპატიმრებულია. დიპლომატები ჩემს ქმარს ქვეყნის დატოვებას ურჩევდნენ, სწორედ ამიტომ მან ოქტომბრის შუა რიცხვებში საქართველო დატოვა. საბედნიეროდ, მას ბევრ ადგილას სიამოვნებით ხვდებიან. თუმცა, რთულია როცა იცი, რომ შენი ქმარი იმას არ აკეთებს, რისი გაკეთებაც უნდა და ის არ არის, ვინც უნდა, რომ იყოს. ის არ აპირებს კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტებას, ჩემი მეუღლე ამ პოზიციით არ არის დაინტერესებული. ასე რომ, მომავალში გამორიცხულია ჩემი პირველი ლედობა. თუმცა, არავინ იცის, ვიქნები თუ არა პრემიერ-მინისტრის მეუღლე", - განაცხადა რულოვსმა, და აღნიშნა რომ პოლიტიკაში წასვლის სურვილი არც თავად აქვს, რადგან პოლიტიკა ბინძური თამაშია და მასზე ალერგია გამოუმუშავდა. მისი თქმით მიუხედავად ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებებისა, ის დღემდე დიდ ყურადღებას გრძნობს ქართველი ხალხის მხრიდან. "საბედნიეროდ, ქართველების მხრიდან კვლავ დიდ ყურადღებას ვგრძნობ. ქუჩაში გასულს ყურადღების მიღმა არ მტოვებენ, სურათის გადაღებას მთხოვენ, დიდ ინტერესს იჩენენ. ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. ერთადერთი რაც მართლა შეიცვალა, ჩემი დღის წესრიგია. ახლა უფრო ნაკლები ვალდებულებები მაქვს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100