"ამ კაცის ცხოვრება ინგრევა.." - ბახუტა და კახა კინწურაშვილი "ტიფლისის" მსახიობის დასახმარებლად
"მაშინ, როცა ჩვენ ვჭამთ, ვსვამთ, სამსახურში დავდივართ და პროექტებს ვიგებთ - ამ კაცის ცხოვრება ინგრევა. ნუ იქნებით გულგრილები და გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას და გააზიაროთ", - წერს გიორგი ბახუტაშვილი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
"თუ გინდათ დაიჯერეთ ქალაქში გავრცელებული ჭორების... მაგრამ თუ 14 ივლის 10:00 საათზე მოხვალთ საქალაქო სასამართლოში და პროცეს დაესწრებით მიხვდებით, რომ ამ პეტიციაზე ხელის არ მოწერა, უდიდესი გულგრილობა იყო. სანამ ყველაფერი არ დასრულდა!!!" - წერს კახა კინწურაშვილი და პეტიციას აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი იგივე ბალახა, დაკავებულია. მას პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინა. პეტიციის ავტორები ამტკიცებენ, რომ მსახიობს ნარკოტიკი ჩაუდეს. მისი სასამართლო პროცესი 19 ივნისსაა ჩანიშნული. გიორგის მაყურებელი "ტიფლისიდანაც" იცნობს. პეტიცის იხილეთ აქ.
კომენტარი