რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვარზე დაკავებული მგზავრები თხის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
როგორც "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთდროულად ხუთი მიკროავტობუსი დააკავეს, რომლებსაც მგზავრები ზუგდიდის რაიონში გადაჰყავდათ.
"დაკავებულები გალის მილიციაში უნდა გადაეყვანათ, თუმცა ერთ-ერთი მგზავრი გამოვიდა ინიციატივით, ე.წ. მესაზღვრეებისთვის სანაცვლოდ თხა მიეყვანათ. რუსებიც დასთანხმდნენ და მგზავრები ერთი თხის სანაცვლოდ გაათავისუფლეს", - განუცხადა "ივერონს" წყარომ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ე.წ. საზღვრებზე კონტროლი გამკაცრებულია, რაც სავარაუდოდ, 4 მარტისთვის რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო და 10-სთვის აფხაზეთში დანიშნულ დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
კომენტარი