კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის მეკარე დავით ჯინჭარაძე ტრაგიკულად დაიღუპა
აქართველოს ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების კანდიდატი დავით ჯინჭარაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მომხდარი ტრაგედიის გამო ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის მატჩები აღარ გაიმართება. "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფუტსალის მოთამაშეს დავით ჯინჭარაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დავით ჯინჭარაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს დავით ჯინჭარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს. მომხდარი ტრაგედიის გამო ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის მატჩები 3 დეკემბერს არ გაიმართება" - ნათქვამია ინფორმაციაში. ჯინჭარაძე 24 წლის იყო. ის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი და პერსპექტიული მეკარე იყო.
კომენტარი