სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაგოდეხში 16 წლის გოგო ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს - ოჯახი შვილს ორი დღეა ეძებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან 16 წლის გოგო მოიტაცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ცოლად მოყვანის მიზნით,1998 წელს დაბადებულმა პირმა მოიტაცა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

გოგონას ოჯახი გამტაცებლის პოვნას და შვილის სახლში დაბრუნებას ითხოვს.

მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100