18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მიუხედავად უსიამოვნო გუნება-განწყობისა, შეეცადეთ ყურადღება მიმართოთ პოზიტიური მოვლენებისკენ. ეცადეთ არ დაარღვიოთ ბალანსი თქვენსა და გარემოს შორის და ერიდეთ ექსპერიმენტებს ირგვლივმყოფებთან დაკავშირებით.
კურო
დღეს სასურველია მოგზაურობისგან, ყიდვა -გაყიდვის თემისგან თავი შეიკაოთ, ასევე ერიდეთ მატყუარა და საეჭვო ადამიანებთან კომუნიკაციას. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას. გაისეირნეთ ბუნებაში.
ტყუპები
იყავით ის რაც ბუნებრივად ხართ, ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, მოჩვენებითი იმიჯი და თამაში ნეგატიურად აიხსნება როგორც ოჯახურ, ისე მეგობრულ ურთიერთობებზე.
კირჩხიბი
გაუფრთილდით თქვენს ავტორიტეტს და ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, ყური მიუგდეთ შეგძნებებს, ახლა თქვენი მტკიცე ლოგიკა შესაძლოა უარყოფილი იყოს მოულოდნელად მიღებული ცნობით.
ლომი
ახლა თამამად შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ადამიანთან განიხილოთ მნიშნელოვანი საკითხები, პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. მეტი მოქნილობა და გარკვეულობა ორივესთვის სასიკეთო იქნება.
ქალწული
ილუზიებისგან გათავისუფლება ცხოვრებას გაგიადვილებთ, მართალია ეს პროცესი მარტივი არ არის, მაგრამ ყველაფერს ირგვლივ მკაფიოს გახდის, ასევე დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში და ახალი გეგმების შედგენაში.
სასწორი
უმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. შესრულებული სამუშაოსთვის შესაძლოა სწორედ ახლა მიიღოთ სოლიდური თანხა, მეტი გულისყური გამოიჩინეთ კომუნიკაციებთან დაკავშირებით.
მორიელი
შეეცადეთ სწორად გადაანაწიოთ დრო და ენერგია სხვადასხვა საქმეებისთვის და მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში. თქვენი ცვალებადი ხასიათი და უყურადღებობა არ იქნება მოსაწონი, არც სამსახურში და არც ოჯახში.
მშვილდოსანი
სასურველია მოერიდოთ თავშეყრის ადგილებს, არ არის გამორიცხული უსიამოვნო შეხვედრები. აკონტროლეთ თქვენი ქმედებები, რათა მომავალში ამან სირთულეები არ შეგიქმნათ.
თხის რქა
ელოდეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქმიანი კუთხით კი ნაყოფიერი დღეა, შესაძლოა ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება დაგჭირდეთ.
მერწყული
კარიერის კუთხით წარმატებული დღეა. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს, ერიდეთ გზებს, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
თევზები
თქვენი ტაქტი, დელიკატურობა და ინტუიცია დაგეხმარებათ ყოველგვარი უთანხმოების მოგვარებაში, შესაძლოა მეტად სარფიანი წინადადება შემოგთავაზონ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
კომენტარი