სფეისი - პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში
აპლიკაციის შექმნის იდეა ახალგაზრდებს წელიწადნახევრის წინ გაუჩნდათ. მათი მიზანი იყო, შეექმნათ ისეთი საბანკო მომსახურება, რომელიც მომხმარებლებს აარიდებდა იმ მოსაწყენ პროცესებს, რომელიც ტრადიციული საბანკო სერვისებს ახასიათებს. 6 თვის წინ კი ბაზარზე ახალი მოთამაშე სფეისი გამოჩნდა.
მნიშვნელობა არ
აქვს რომელი ბანკის მომხმარებელი ხართ, სფეისში შეგიძლიათ გააერთიანოთ ყველა თქვენი
საბანკო ბარათი ერთ აპლიკაციაში და გამოიყენოთ ისინი სასურველი ოპერაციის განსახორციელებლად.
ბარათებს შორის გადარიცხვისთვის, სხვასთან ფულის გასაგზავნად მობილურის ნომრით ან მესენჯერებით,
კომუნალურების გადასახდელად საკომისიოს გარეშე და ა.შ.
თუ
სესხის აღებას გეგმავთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ მარტივი და მომენტალური სესხით ისე, რომ
სისწრაფეში ზედმეტი თანხა არ გადაიხადოთ.
ოქტომბერში
სფეისმა აპლიკაციის განახლებული ვერსია გამოუშვა, სადაც მოხმარებლის ძირითადი მოთხოვნები
გაითვალისწინა: დაამატა პასპორტით რეგისტრაცია, ანგარიშით გადარიცხვა, ინდ. მეწარმეებს
მისცა დარეგისტრირების საშუალება, გაამარტივა სესხის აღების და ბარათის გააქტიურების
პროცესები და ა.შ.
კომპანიაში
აცხადებენ, რომ სწორედ მომხმარებელი არის პროდუქტის განვითარების მთავარი მონაწილე
და მათი კომენტარების და რეკომენდაციების ანალიზის საფუძველზე იგეგმება ცვლილებები
აპლიკაციაში. სფეისმა უკვე დაასრულა ბეტა ტესტირების ეტაპი და წინ კიდევ უფრო საინტერესო
სიახლეებს გვპირდება.
ონლაინ სესხი
სფეისში პირდაპირ აპლიკაციიდან შეგიძლიათ აიღოთ.
კომენტარი