სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარნეულის საარჩევნო უბანზე მოქალაქემ ხმა ორჯერ მისცა და მესამედაც ცდილობდა - TI

მარნეულის საარჩევნო უბანზე მოქალაქემ ხმა ორჯერ მისცა - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ავრცელებს:

09:52 - მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის #13 უბანზე ამომრჩეველმა დილით მისცა ხმა, შემდეგ 09:52-ისთვის ისევ მივიდა უბანზე და კვლავ მისცა ხმა, მალევე მესამედაც შებრუნდა, ჩვენმა დამკვირვებელმა დაიწყო დარღვევის გადაღება რა დროსაც ერთ-ერთი დამკვირვებელი მივარდა ამ ამომრჩეველს, გამოგლიჯა ბიულეტენები (ეს მომენტი არის გადაღებული), მესამეჯერ ვეღარ მისცა ხმა და დატოვა უბანი. დავწერეთ საჩივარი. - აცხადებს TI

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100