სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფეხსაცმელების ვარსკვლავური კოლექციები

ცნობილ ადამიანებს შორის ფეხსაცმელების ყველაზე დიდი კოლექცია სავარაუდოდ მსახიობ სარა ჯესიკა პარკერს აქვს, რომელსაც პირად სამოსთან ერთად სერიალ და ფილმ „სექსი დიდ ქალაქიდანაც“ დაუგროვდა ძალიან ბევრი ტანსაცმელი. სიტყვა სავარაუდოდ ამ წინადადებაში იმ მარტივი მიზეზით მოხვდა, რომ სარას საკუთარი ფეხსაცმელები არასოდეს დაუთვლია და დიდი რაოდენობიდან გამომდინარე ამის ენთუზიაზმი არც სხვას გასჩენია ვინმეს.

ფეხსაცმელების მოყვარული ცნობილი ქალბატონების სიაში არიან: მერაია ქერი, ქრისტინა აგილერა, პარის ჰილტონი, ჯესიკა ალბა და რაღა თქმა უნდა სამოსის სიყვარულით განთქმული ვიკტორია ბექემი.

სიაში მოხვდა ზემოაღნიშნულ სელებრითებთან შედარებით განსხვავებული სტატუსის მქონე ქალბატონი, ფილიპინების ყოფილი პირველი ლედი, 86 წლის იმელდა მარკოსი, რომელსაც 3 ათასზე მეტი ფეხსაცმელი აქვს. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივ მუზეუმშია გამოფენილი და ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგი იმ ცნობილ ადამიანთა შორის შედგა ვინც ჟურნალისტებს საკუთარი გარდერობის კარი გაუღო, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ვიღაცას კიდევ უფრო დიდი კოლექცია ჰქონდეს, მაგრამ საკუთარ გარდერობში ცხვირს არავის აყოფინებს.

ასევე იხილეთ: მოდის ექსპერტებმა ეს ფეხსაცმელები ყველაზე მოდურად აღიარეს

ჯენიფერ ლოპესის მოდური ფეხსაცმელების კოლექცია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100