თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
შუახნის კაცს ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი