კრასნოიარსკის სკოლებში ბავშვებს ქსენოფობიას სასწავლო პროცესში უნერგავენ
კრასნოიარკის სკოლებში ბავშვებს ადამიანის ეროვნული კუთვნილების ამოცნობას მათი გარეგნობის საშუალებით ასწავლიან. ის ბავშვები, რომლებიც სხვებზე უკეთ ამოიცნობენ უცხოელებს ფოტოსურათების საშუალებით, დამატებით საჩუქრებს მიიღებენ.
ბავშვების მსგავს წვრთნას, ხელს უწყობს „ახალგაზრდული ცენტრი „ზერკალო“. ახალგაზრდულმა ცენტრმა აღნიშნულ პროექტს „განსხვავებული კრასნოიარკები“ დაარქვა. ბავშვებს აძლევენ ალბომებს და ეკითხებიან, თუ რომელი ეროვნული წარმომავლობის შეიძლება იყოს ესა თუ ის ადამიანი. დავალებას ის ართულებს, რომ ადამიანები ფოტოებზე ყოველგვარი წარმომავლობის მიმთითებელი ატრიბუტის გარეშე არიან აღბეჭდილნი. კონკურსის შედეგები ახალგაზრდული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდება. როგორც აღნიშნულ საიტზეა განმარტებული: „ამ კონკურსის მიზანია, ადგილობრივ და უცხოელ ბავშვებს შორის ურთიერთობის გაადვილება“.
აღნიშნული ფოტოამოცნობა უკვე ჩატარდა რვა სკოლაში და რიგს კიდევ ექვსი ელოდება. ყველაფერთან ერთად, კონკურსი აგრარულ უნივერსიტესა და საბავშვო ბაღებშიც ჩატარდება.
მომავალში, ალბათ, ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლები ბავშვებს უცხოელების ამოცნობას აქცენტის მეშვეობით ასწავლიან. შემდეგ შესაძლო იქნება კონკურსის მოწყობა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს ცხვირის ან სხეულის სხვა ნაწილების მეშვეობით ამოიცნობენ.
კომენტარი