სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) დეკანოზ მამალაძის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს

ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) დეკანოზ მამალაძის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ საპატრიარქოში ამ საქმემ დაძაბულობა შექმნა.

"დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დაველოდები გამოძიებას, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუ რამდენად რთული საკითხია. რაც შეეხება საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს, რა თქმა უნდა, დაძაბულობა არის",- აღნიშნა მიტროპოლიტმა.

აბბა ალავერდელი მეუფე პეტრეს განცხადებებსაც აფასებს და ჭყონდიდის მიტროპოლიტს ურჩევს, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც მას სულიერად და ხორციელად დაეხმარება.

"მეუფე პეტრე ჩვენი ოჯახის წევრია და გულმოდგინებით ვლოცულობ მისთვის, რომ სინანული შეიძინოს, თავისი სიტყვა და საქმე დაინახოს. უმჯობესია, ნაბიჯი გადადგას, რომელიც მას დაეხმარება სულიერადაც და ხორციელადაც. არც ერთი ოჯახის წევრი არ ისურვებს და არც იქნება მოხარული, რომ შიგნით ნათქვამი გარეთ გავიდეს არაჯეროვანი ფორმით. ის არის ჩვენი ოჯახის წევრი და უმჯობესია, დაინახო შენი თავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხარ. მე მესმის, რომ მეუფე პეტრე გულანთებულია და მას სურს უკეთესი, მაგრამ ერთ ძველ გამონათქვამს გავიხსენებ, "ზოგჯერ თქმას სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების", - აცხადებს აბბა ალავერდელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100