საქართველოში COVID-19-ის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ - stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 19 857-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 328-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 8 666 გახდა.
კომენტარი