სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე დასაჯეს ჟურნალისტი ივანიშვილისთვის ნერვების მოშლისთვის

ჟურნალისტი თამარ კვარაცხელია, რომელიც 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ივანიშვილისთვის მწვავე კითხვების დასმით გაოცნო საზოგადოებამ, სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, 2012 წლის არჩევნების მერე,რატომ აღმოჩნდა ჩემთვის ყველა ტელევიზიის კარი ჩარაზული, რატომ თქვეს ძალიან ახლობელმა ადამიანებმაც კი, რომლებიც სხვადასხვა ტელევიზიის საინფორმაციოების ხელმძღვანელებად მუშაობენ, უარი, ჩემთან თანამშრომლობაზე.. მერე ამ ვიდეოს ვუყურებ ხოლმე და ვმშვიდდები. ჟურნალისტიკის დღე ყოფილა დღეს და ვულოცავ კოლეგებს. იმედია მალე ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ხელისუფალი აღარ გადაწყვეტს, რომელი ჟურნალისტი იმუშავებს და რომელი ჟურნალისტისთვის იქნება "ბოლო დღე", რომელი ტელევიზია იფუნქციონირებს და რომელს დაეწყება "აღდგომა".

იმედია, ოდესმე გვეყოლება ხელისუფალი, რომელსაც გაახსენდება, რომ მათი "ბოლო დღე" უფრო ახლოა ყოველთვის, ვიდრე ჟურნალისტის.” - წერს კვარაცხელია პირად ფეისბუქ გვერდზე

http://www.myvideo.ge/…

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100