სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მშობლებო, ბავშვებს მიხედეთ, ძალიან დიდი პროპაგანდაა უკვე ქალაქში სუიციდის“

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში მშობლებს მიმართავს და ურჩევს შვილებს გვერდში დაუდგნენ და განსაცდელისგან დაიცვან. სიჭინავას სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„მეგობრებო, მინდა თხოვნით მოგმართოთ, ძალიან დიდი პროპაგანდაა უკვე ქალაქში სუიციდის.

დღეს ჩემი 5 წლის შვილმა რომ მითხრა, დედიკო ვიღაც გოგო ფანჯრიდან გადახტაო ენა ჩამივარდა შიშისგან. ვერ მივხვდი უარი მეთქვა თუ ამეხსნა.

ბოლოს მივხვდი რომ ინტერესი უკვე გაჩენილი იყო და ავუხსენი, რომ კი არ გადახტა ლუციფერმა ხელი კრა და გადააგდო. (ლუციფერი ვინ არის უკვე იცის და შესაბამისად ღმერთიც) მეტი ვერაფერი მოვიფიქრე რა მეთქვა.

ანუ ფანჯარასთან ახლოს არ მივიდე რომ მეც ხელი არ მკრასო? ვუთხარი რომ ფანჯარასთან მისვლა რა თქმა უნდა შეიძლება ოღონდ ძალიან ფრთხილად.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სადაც 5 წლის ბავშვებს ესმით ეს ამბავი, ვისაც თინეიჯერი ყავს შვილები იმათ გონებაში რა ტრიალებს?! ყურადღებით იყავით მშობლებო! ემეგობრეთ თქვენს შვილებს, დაეხმარეთ კარგის და ცუდის გარჩევაში ! გასკდა გული ამდენი უბედურებით.

ღმერთმა დაგიფაროთ ყველანი განსაცდელისგან და ჯანმრთელი და უვნებელი გიმყოფოთ შვილები“ - წერს სიჭინავა პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100