სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ შეძლებენ უსინათლოები კითხვას?

მოლაპარაკე სათვალე სახელად Eyetalk ამერიკელი მეცნიერებისგან. ფლორიდაში მდებარე საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ის უსინათლოების დასახმარებლად შექმნეს.

Eyetalk ბრმა ადამიანებს კითხვის საშუალებას მისცემს. სათვალეში ჩამონტაჟებულია სპეციალური გადამცემი მოწყობილობები, რომლებიც მფლობელს ტექტს ხმოვან რეჟიმშმი წაუკითხავს.

Eyetalk სამი ნაწილისგან შედგება: სათვალე, სამართავი პულტი და დინამიკი. სტუდენტების გამოგონება ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურენოვან ტექსტს კითხულობს, თუმცა მომავალში მისი დახვეწა იგეგმება.

Eyetalk მისმა შემქმნელებმა სოციალური მეწარმეობის კონკურსზე წარადგინეს და ინვესტორების დიდი ყურადღებაც დაიმსახურეს. ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ Eyetalk აუცილებლად დაიკავაბს საკუთარ ნიშას IT-ბაზარზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100