სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“იარაღით მოვაჭრეები” მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე საქართველოს კინოთეატრებში

მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე, 18 აგვისტოდან - ’The Wolf Of Wall Street’’ და ‘’რა მოხდა ვეგასში’’ შემქმნელებისგან ჯონა ჰილი, მაილს ტელერი და ბრედლი კუპერი ფილმში ‘’იარაღით მოვაჭრეები’’ გელით. მთავარი გმირები, ჰილი და ტელერი, მეგობრები არიან, რომლებსაც აზრადაც არ ჰქონიათ გამდიდრება, თუმცა მოულოდნელმა იღბალმა მათ ახალი სამყარო დაანახა. ბიჭებმა ამერიკის მთავრობის მიერ წამოწყებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ისინი იმდენად ჭკვიანები აღმოჩნდნენ, რომ პენტაგონს 300 მილიონ დოლარად ღირებული კონტრაქტი დასტყუეს და ამ საქმემ ისინი შავ-ბნელი სამყაროს წარმომადგენლებზე გაიყვანა.

2010 წელს გადაღებული ფილმის - ‘’Due Date’’ შემდეგ, ტოდ ფილიპსმა ფილმის - ‘’The Hangover’’ ორი ნაწილი გადაიღო, ხოლო 2016 წლის ფილმი ‘’იარაღით მოვაჭრეები’’ რეჟისორის პირველი ახალი ნამუშევარია. პოსტერის დიზაინი კი, ფილმის - ‘’Scarface’’ პაროდიაა. მაყურებელს ფილმის ნახვის შესაძლებლობა თვის ბოლომდე ექნება,მედიის წარმომადგენლებმა კი, ის გუშინ შევაფასეთ და მოგიწოდებთ, რომ ბრედლი კუპერის ნამუშევარი აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100