სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი ფარცხალაძის ნასამართლეობას ადასტურებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ „მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის ირგვლივ ატეხილი ხმაური მართლაც რომ გადაჭარბებულია“. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

ამასთან, მან აღიარა, რომ ფარცხალაძე ნასამართლევია და სასჯელი გერმანიაში მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძის ნასამართლევობის შესახებ საზოგადოებას დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ ამცნო. მისი ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პროკურორი გერმანიის მართლმსაჯულებამ 2001 წელს ყაჩაღობისა და ქურდობისთვის გაასამართლა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არასამთავრობო ორგანოზაციებსაც ჰქონდათ, თუმცა ფაქტის გადაუმოწმებლობის გამო არ გააჟღერეს.

ნასამართლეობის თაობაზე ინფორმაცია თავად ოთარ ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა არა ყაჩაღობის, არამედ პოლიციელთან დაპირისპირების ნაწილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100