სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში ხანძარს ხუთბალიანი შკალიდან მეოთხე კატეგორია მიენიჭა (ვიდეო)

მოსკოვის დროით 20.16 წუთზე ხანძარმა მიქოიანის ხორცკომბინატში თავდაპირველი 500–დან უკვე 2.000 კვ.მ.–ზე მეტი ფართობი მოიცვა. თავდაპირველად ხანძარს მეორე კატეგორია მიენიჭა, ამ წუთებში კი ცნობილი გახდა, რომ ხუთბალიანი შკალიდან ხანძარი უკვე მეოთხე კატეგორიაში გადაიყვანეს. „იუთუბზე“ უკვე ვრცელდება კადრები და საინფორმაციო გამოცემებიც იუწყებიან, რომ მოსკოვის სამხრეთ–აღმოსავლეთსი ცა შავი კვამლითაა დაფარული. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი რუსეთში ერთ–ერთი უდიდესი ხორცკომბინატის ტერიტორიაზე განთავსებულ საწყობების სახურავებს გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო რაზმები, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია. საქმეში ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ვერტმფრენები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100