შაშკინმა SMS მერაბიშვილის ნაცვლად... ელისო კილაძეს გაუგზავნა?
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს“ ლიდერმა, ყოფილმა ჟურნალისტმა და იმერეთის გუბერნატორის – აკაკი ბობოხიძის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ელისო კილაძემ „ფეისბუქზე“, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელიც, მისივე მტკიცებით, მობილურ ტელეფონზე დიმიტრი შაშკინმა ვანო მერაბიშვილის ნაცვლად, შეცდომით გამოუგზავნა.
ელისო კილაძე, რომელიც ცნობილია სკანდალური, მაგრამ უმეტესწილად, დაუდასტურებელი და ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ამბების გავრცელებით, დიმიტრი შაშკინის შეცდომას იმას აბრალებს, რომ თვითონ და ვანო მერაბიშვილს თითქმის ერთნაირი ნომრები აქვთ და სხვაობა მხოლოდ ბოლო ციფრშია.
ელისო კილაძის ვერსიით გამოდის, რომ დიმიტრი შაშკინმა ვანო მერაბიშვილს ან პირველად გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, ან კიდევ, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბოლო დრომდე შს მინისტრისა და ბოლოს, პრემიერ–მინისტრის ტელეფონის ნომერი მობილურის კონტაქტების განყოფილებაში არ ჰქონდა ჩანიშნული და ტექსტური შეტყობინების დაწერის შემდეგ ნომერი შეცდომით აკრიფა. ელისო კილაძის გვერდზე, „ფეისბუქში“, ასეთი სტატუსია:
„ჩემი ნომერია 599 99990...., ვანო მერაბიშვილის 577 99990... შაშკინმა უცხოეთიდან მესიჯი შეცდომით ჩემს ნომერზე გამოაგზავნა, წერს facebook-ს საკუთარ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს“ თავმჯდომარე, ელისო კილაძე.
შაშკინის მესიჯის სრული ტექსტი კი ასე გამოიყურება:
„ჩემთვის იყო დიდი პატივი შენთან ერთად მუშაობა, იყო რამდენიმე მიზეზი რის გამოც დავტოვე ქვეყანა, ერთ-ერთი იყო ისიც რომ ახალ
ი ოქრუაშვილი არ გავხდებოდი და „მეოცნებეების“ მოთხოვნით არ დავიწყებდი ჩემს კოლეგებზე და პრეზიდენტზე ცრუ ჩვენებების მიწოდებას დანარჩენს ოდესმე პირადად მოგიყვები, მე ყოველთვის დავრჩები ერთგული ჩემი პრეზიდენტის, ჩემი კოლეგების და ჩემი მეგობრების, დანარჩენს რაც შეეხება, მაპატიე „ესლი ჩტო ნე ტაკ“. დიმა. ტექსტი „ალიამ“ გამოაქვეყნა."
კომენტარი