სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მიწისძვრა: 1169 დაღუპული, 10.000-ზე მეტი დაშავებული

უძლიერესმა, თითქმის რვაბალიანმა მიწისძვრამ თურქეთში სრული პანიკა გამოიწვია. მას უკვე დაარქვეს ყველაზე მომაკვდინებელი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში. მიწისქვეშა ბიძგებმა არამარტო შენობები დაანგრია, არამედ მიწაზე 30 სანტიმეტრიანი ღრმულებიც გააჩინა. ვანის პროვინციაში რამდენიმე აეროპორტიც დაზიანდა, რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა კი მიწასთან გასწორდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13.02 საათზე მოხდა. მათ გარდა, ვინც ნგრევისას დაიღუპა, ნანგრევებში ცოცხლად დამარხული აღმოჩნდა ასეულობით ადამიანი. მაშველები კრიზისულ ცენტრს წუთობრივად აწვდიან გადარჩენილთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას.

მიწისძვრის ეპიცენტრი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ პროვინცია ვანში მდებარეობდა. იზმიტი, სტამბული, ბურსე, ესკისეხირე, ადაპაზარი და კიდევ რამდენიმე ქალაქი - ეს ის დასახლებული პუნქტებია, რომლებსაც მიწისძვრა მეტნაკლებად შეეხო.

ათმილიონიანი სტამბული დილით ელექტროენერგიის გარეშე აღმოჩნდა დარჩენილი, რადგან ბიძგების დაწყებისთანავე დენი ავტომატურად გამოირთო.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მაშველები უკვე მიემგზავრებიან თურქეთში. მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მიღების სურვილი ისრაელმა და სომხეთმაც გამოთქვეს.

ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა მიწისძვრისგან დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები. თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ისინი კრიზისულ ცენტრთან მჭიდრო კავშირში არიან და განახლებულ ინფორმაციას ღებულობენ, მაგრამ ამ დრომდე დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ სახელდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100