სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირანმა ბირთვული საწვავის ჩხირი დამოუკიდებლად შექმნა და გამოუშვა

ირანმა დამოუკილებლად აწარმოა ბირთვული საწვავის პირველი ჩხირი. ამის შესახებ 1 იანვარს გამოაცხადა ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტომ. ცნობით, საწვავის ჩხირი თეირანის საცდელ ბირთვულ რეაქტორშია და მასზე სხვადასხვა ცდა ტარდება. ირანში რამდენიმე წელია, იქ მოპოვებული ურანის გამდიდრების სამუშაოები მიმდინარეობს. ბირთვული ჩხირის წარმოება ბირთვული პროგრამის მორიგი ეტაპია. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზანს ემსახურება. საერთაშორისო თანამეგობრობა ეჭვობს, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ამის საფუძველზე ირანს სანქციები დაუწესეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100