მარტვილის რაიონის სოფელი თამაკონი გარესამყაროს მოწყდა
სტიქია სამეგრელოში - მარტვილის რაიონის სოფელი თამაკონი გარესამყაროს მოწყდა. ძლიერმა წვიმამ და ღვარცოფმა მდინარე ტეხურაზე 70-მეტრიანი ხიდი წაიღო.
გზის გარეშე
დარჩა 17 ოჯახი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი სტიქია რაიონში არ ახსოვთ.
სტიქიამ სოფელი ნობულევიც დააზარალა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და
სავარგულები.
ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია უკვე შექმნილია.
ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის რაიონიც დააზარალა. სოფელ ლიაში სტიქიის შედეგად
ადიდებულმა ხევმა სავარგულები დატბორა და მოსავალი მთლიანად გაანადგურა. დახოცილია
შინაური ფრინველი. ნიაღვარმა 10-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა.
მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ადგილზე წალენჯიხის საკრებულოს
წარმომადგენლები მივიდნენ და მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ.
კომენტარი