სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკმა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) 10 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

თიბისი ბანკმა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) 10 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საბრუნავი სახსრებისა და ინვესტიციების დასაფინანსებას მოხმარდება, განსაკუთრებით ეკონომიკის ისეთ სექტორებში, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონალური ვაჭრობის განვითარებასა და დასაქმებას.

„მოხარული ვართ, გავაღრმავოთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ თიბისი ბანკთან. 2003 წლიდან დღემდე მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით ჩვენ უკვე მესამე ხელშეკრულება გავაფორმეთ. ეს თანამშრომლობა ცხადყოფს BSTDB-ის მუდმივ მზაობას, მხარში დაუდგეს საქართველოს ეკონომიკასა და საბანკო სექტორს. მცირე ბიზნესი საბაზრო ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა, შესაბამისად ამ მიმართულების ხელშეწყობა BSTDB -ის ძირითად ამოცანას წარმოადგენს როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში.,“ განცხადა BSTDB ბანკის პრეზიდენტმა Ugur Delikanli-მა.

„მივესალმებით შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავებას. აღნიშნული რესურსის საშუალებით ჩვენ შევძლებთ, გააფართოოთ ჩვენი პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში. ამ ტრანზაქციით კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ინსტიტუტისთვის მცირე და საშუალო ბიზნესი. მზად ვართ, მომავალშიც წარმატებით ვითანამშრომლოთ“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც წარმოდგენილია 11 ქვეყანაში. BSTDB ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონის ქვეყნების ურთიერთ-თანამშრომლობას როგორც სესხების, საკრედიტო ხაზებისა და კაპიტალის მიწოდების, ისე პროექტებისთვის გარანტიების შეთავაზებისა და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების გზით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100