„ვაი, თქვენს პატრონს... ახალაიების გაბოზების იმედზე ხართ?“
თეა თუთბერიძე "ფეისბუქზე" არჩილ კბილაშვილის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ დათა ახალაის მეშვეობით მნიშვნელოვანი დანაშაულებრივი ქმედებები გამოაშკარავდება, შესაძლოა, მას ბრალდებები მოეხსნას.
"ვაი, თქვენს პატრონს... ახალაიების გაბოზების იმედზე ხართ?"- ასე გამოეხმაურა თეა თუთბერიძე კბილაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტს "პრაიმტაიმთან", რომელიც "ნიუპოსტმა" გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში კბილაშვილმა დათა ახალაიასთვის ბრალდებების მოხსნა არ გამორიცხა და განაცხადა, რომ ამის საშუალებას კანონი იძლევა:
"თუკი დათა ახალაიას მეშვეობით დავადგენთ მნიშვნელოვან დანაშაულებრივ ქმედებებს, გვაქვს კანონით მონიჭებული უფლება, მასზე პასუხისმგებლობა შევამციროთ, ან საერთოდ გავათავისუფლოთ.
ეს არის ფორმულა და კანონი იძლევა ამის შესაძლებლობას. რა დოზით გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ან საერთოდ გამოვიყენებთ თუ არა, მიჭირს ამის პროგნოზირება, რადგან ამას ჯერჯერობით ვიხილავთ ვირტუალურ სივრცეში. ჩვენ არ ვიცით, აპირებს თუ არა რეალურად ჩამოსვლას, ან რომ ჩამოვა, რა ჩვენებას მისცემს და როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა კბილაშვილმა "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.
კომენტარი