ეს საინტერესოა: რას ურჩევდნენ აშშ-ის მოკლულ პრეზიდენტებს მათი პირადი მდივნები
ქვეყნად უამრავი ისეთი დამთხვევა ხდება, რომელთა არათუ ახსნა, წარმოდგენაც კი რთულია. აი, ერთი მათგანი:
აშშ-ის პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლნს მისი პირადი მდივანი, გვარად კენედი, დაჟინებით ურჩევდა, არ წასულიყო თეატრში, სადაც პრეზიდენტი მოკლეს კიდეც. სწორედ ასეთივე დაჟინებით ურჩევდა ჯონ კენედის მისი პირადი მდივანი, გვარად ლინკოლნი, უარი ეთქვა ღია მანქანით გადაადგილებაზე. რა თქმა უნდა, არცერთმა პრეზიდენტმა პირადი მდივნების რჩევები არ გაითვალისწინა.
აბრაამ ლინკოლნი პრეზიდენტად 1860 წელს აირჩიეს, ჯონ კენედი 1960 წელს. ორივე პრეზიდენტი თავიანთი ცოლების თვალწინ მოკლეს.
კომენტარი