სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში, რამდენიმე ქუჩას თითქმის 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 10 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ღრმაღელე-სამგორის გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

ღრმაღელე-სამგორის გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოები კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის შესაძლებლობას მისცემს. შედეგად ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონების აბონენტების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 10 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან 11 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში: ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, ვარკეთილის IV მ/რ-ს მე-3 კვარტალს, წულუკიძის III-IV შესახვევებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის და მიმდებარე ქუჩებს. ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში: ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, ასკურავას, მესხის, ურიდიას, გეგუთის, თოდრიას, ჟღენტის, გომარეთის და მიმდებარე ქუჩებს.

სამღერეთის, ზაქარაიას, ბეჟანიშვილის, ლოტკინის მთის, დაისის, ღრმაღელეს, ილურიძის, ჯავის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის, ზედაზნის, გარეჯის ქუჩას და შესახვევებს, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, მუხრანის ქუჩას და შესახვევებს, გლინკას, გარეჯელის, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს; სანზონის დასახლების ნაწილს.

ჩუღურეთის რაიონში: მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს; ივერთუბნის დასახლებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100