საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთის სასამართლომ 290 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საბერძნეთში, ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული, საბერძნეთის სასამართლომ 290 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე დაჯგუფების ლიდერი იყო, ხოლო აღნიშნულ დაჯგუფებაში შედიოდა საბერძნეთის მოქალაქე, რომელსაც 69 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მოლდოვის მოქალაქეს 36-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
დაჯგუფების საქმიანობა მიმდინარე წლის აპრილში გამოაშკარავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომლის დროსაც ირანის მოქალაქე დაიღუპა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ჯგუფის წევრები 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით ტრეფიკინგის ცხრა ოპერაციაში იყვნენ ჩართული. მათ მიგრანტები თურქეთიდან საბერძნეთში გადაჰყავდათ.
კომენტარი