სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მქონია ურთიერთობა ძალიან გავლენიან ქართველ პოლიტიკოსთან, თუმცა მასზე გავლენიანებიც ყოფილან"- დრონი.ჯი-ს ექსკლუზიური ინტერვიუ ტრანსექსსუალ ალექსია კალასთან

ეს მისი პირველი გამოჩენაა ქართულ მედია სივრცეში და დრონი.ჯი-მ უნდა გაგიმხილოთ, რომ ძალიან საინტერესო და გულწრფელი რესპოდენტი აღმოჩნდა. საინტერესომდე კი ძალიან ლამაზი და სექსუალურია, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ ის ოდესმე კაცი იყო.

დრონი.ჯი მოგიყვებათ, როგორც თავად ალექსია ამბობს, იმ ერთადერთ ტრანსსექსუალზე, რომელსაც სქესის შეცვლის ოპერაცია აქვს გაკეთებული.

კაციდან ქალამდე განვლილი გზა, ცხოვრება საქართველოდან ამერიკამდე და ურთიერთობები ცნობილ და გავლენიან პოლიტიკოსებთან - დრონი.ჯი 23 წლის ტრანსსექსუალ ალექსია კალასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

1. ალექსია, იმის მიუხედავად , რომ შენი ფოტოებით საქართველო უკვე წლებია გიცნობს, ქართულ ტელე და ბეჭდურ მედიაში შენი პირველი გამოჩენაა, რატომ არ ისურვე ამდენი ხანი საუბარი და რატომ გადაწყვიტე დუმილის დარღვევა?

მართალია, ქართულ ტელე-ეკრანებზე და ბეჭდური მედიის ფურცლებზე არასოდეს გამოვჩენილვარ, ალბათ იმიტომ, რომ მაშინ რისი მოყოლაც მინდოდა, არავინ მომაყოლებდა, მედიას ვერ ვენდობოდი, დღეს კი ბევრი რამის მოყოლა მინდა და დრონი.ჯი- დიდი სიამოვნებით გავეხსნები.

2. საზოგადოებას რომ უფრო კარგად გავაცნოთ შენი თავი - ვინ არის ალექსია ჩომახიძე, უფრო სწორად უკვე ალექსია კალასი?

ალექსია ჩომახიძე აღარ არსებობს, რადგან უკვე ოფიციალურად ვარ ალექსია კალასი. ვარ დედის მხრიდან ბერძენი წარმოშობის და ჩემი ნათესავები დედის მხრიდან ვინც მყავს ყველა საბერძნეთში ცხოვრობს, ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ გვარი ბერძნული შევირჩიე.

ვარ 23 წლის, დავიბადე თბილისში. სკოლის დაწყებამდე საბრძნეთში ვცხოვრობდი, შემდეგ ისევ დავბრუნდი თბილისში. სამი სკოლა გამოვიცვალე და ბოლოს მოვეწყვე ამერიკულ აკადემიაში, რამაც გადამაწყვეტინა ამერიკისკენ გახედვა.

სადღაც 15 წლის ვიყავი, როდესაც ედუარდს, მიხეილ სააკაშვილის შვლს, რომელიც ჩემი კლასელი იყო და ძალიან მიყვარდა, ვუთხარი რომ ამერიკაში გადავიდოდი. ძალიან ემოციური წასვლა მქონდა, მაგრამ კარგად მოვეწყვე ლოს-ანჯელესში, დავიწყე სწავლა ბევერლი ჰილზის უმაღლეს სკოლაში და 2013 წელს დიპლომიც ავიღე.

ვარ ძალიან რომანტიკული ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ვიყავი. ძალიან მიყვარს სიმღერა, ვმღერი. ჩემი ერთ-ერთი ბოლო სიმღერა „cut me up”- miss alexia ყველა პლათფორმაზეა, შეგიძლიათ მოუსმინოთ.

3. როგორც ჩვენთვის ცნობილია, შენმა ოჯახმა, განსაკუთრებით დედამ, რთულად გადაიტანა შენი სქესის შეცვლა - რომ მოგვიყვე როგორი ურთიერთობა გაქვს ახლა დედასთან და ნათესავებთან?

ნებისმიერი მშობლისთვის რთულია ცვლილებების აღქმა, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ გადაუტანია, პირიქით... ეხლა გაცილებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე ოდესმე გვქონია. მივეჩვიე დამოუკიდებლობას ამ ბოლო დროს და იმის მიუხედავად, რომ კარგი იქნებოდა ჩემს ნათესავებთან უფრო მეტი დროის გატარება, ჩემთვის, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და მარტო ყოფნაც ძალიან საინტერესოა.

4. როგორ გადაწყვიტე სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება და როგორი იყო გზა ოპერაციის შემდეგ დღემდე?

ძალიან ბევრი ტრანსექსუალი საქართველოში, მაგალითად, თუნდაც კესარია, იძახის, რომ გაკეთებული აქვთ „ვაგინოპლასტიკა“, ანუ სქესის შეცვლის ოპერაცია, როდესაც ყველა მისმა ახლობელმა იცის, რომ იტყუებიან და არ აქვთ გაკეთებული. აღნიშნული ოპერაცია მხოლოდ მსოფლიოს 7-8 ადგილას კეთდება ძალიან მაღალ დონეზე და არანაირი განსხვავება არ არის ხოლმე ჩვეულებრივი ნატურალური ვაგინისგან. ამ ყველაფერს იმიტომ ვიძახი, რომ მწყინს, როცა საქართველოში ტრანსექსუალები იტყუებიან.

მე და კესარია ერთი პერიოდი ვლაპარაკობდით და მეკითხებოდა რჩევებს ჰორმონებთან დაკავშირებით. მითხრა, რომ არასოდეს ჰორმონები არ მიუღია და ჩემი რჩევა აინტერესებდა. მაგრამ მე მასთან ურთიერთობა შევწყვიტე იმის შემდეგ, რაც გავიგე, რომ ჩემი სახის ოპერაციის პირადი ფოტოები ერთ-ერთ ჟურნალს მიჰყიდა. შემეცვალა ყველანაირი წარმოდგენა მასზე. გული მწყდება, რომ არ ვიცნობ არც ერთ პიროვნულად კარგ და პატიოსან ტრანსექსუალს. რაც შეეხება ცხოვრებას ოპერაციის შემდეგ, კარგია, რადგან თავს სრულფასოვნად ვგრძნობ.

5. ხარ ძალიან ლამაზი, ძნელი წარმოსადგენია, რომ ოდესღაც ბიჭი იყავი, რამდენი პლასტიკური ოპერაცია გაქვს გაკეთებული?

მართლა ძნელი წარმოსადგენია, ბევრი მეუბნება იგივეს, მაგრამ ამას უკვე იმდენად შევეგუე, რომ აღარც ვფიქრობ. ზოგჯერ გადავითვლი ხოლმე ოპერაციებს და ზუსტად არც მახოვს იცი? პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს.

6. რას საქმიანობ ამერიკაში?

აქ დიდი გეგმები მაქვს, ახლაც დიდ პროექტზე ვმუშაობ, არ მინდა წინასწარ თქმა.

7. თაყვანისმცემლების დიდი არმია გყავს, არიან მათში ქართველი მამაკაცები?

კი მყოლია რამოდენიმე ამერიკაში, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონიათ ჩემი წარსულის შესახებ, შემდეგ უკვე ჩემზე სტატიები და ინტერვიუები რომ უნახიათ გაოცებულებს მოუწერიათ ეს შენ ხარო?

8. შეყვარებულია თუ არა ამჟამად ალექსია ან გყვარებია თუ არა და როდის?

კი, ცხოვრებაში სამჯერ ძალიან სერიოზულად მიყვარდა, ახლა აღარ. სიყვარული უკვე ჩემთვის თავის ტკივილია. მინდა უბრალოდ კომფორტული ურთიერთობა, უემოციო, უნერვიულო.

9. დაინტერესებულა თუ არა შენთან ურთიერთობით რომელიმე ცნობილი სახე ან პოლიტიკური მოღვაწე?

რა თქმა უნდა, მქონია ურთიერთობა ბევრ ცნობილ პოლიტიკოსთან. მათ შორის იყო ერთი ქართველი, ერთ დროს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსიც. თუმცა ამას გარდა იყვნენ უფრო ცნობილებიც და გავლენიანებიც, რომლებზე ალბათ, დადგება დრო, რომ ვისაუბრებ, მაგრამ ამას სერიოზული კომპენსაციის ფასად გავაკეთებ სერიოზულ ტელეკომპანიასთან.

10. და ბოლოს, დაბრუნდები თუ არა ოდესმე საქართველოში?

საქართველოში ვიყავი 4 თვის წინ ერთი კვირით და ძალიან მომეწონა გაევროპულებული საქართველო, აშკარად უკეთესობა გვეტყობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100