სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანს ქალიშვილმა, გუშინდელი პოსტის გამო, შენიშვნა მისცა - აი, რას წერს ტელეწამყვანი

აი, რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მის გუშინდელ პოსტზე, სადაც ტელეწამყვანი წერდა რომ აქციაზე ბევრად მეტ ახალგაზრდას ელოდა.

ახალგაზრდების ნაწილს, რომლებიც გუშინ იდგნენ აქციაზე, ეწყინათ ჩემი პოსტი, განცხადება, იმის თაობაზე რომ უფრო მეტის დანახვა მინდოდა. მათ შორის არის მარიამი, რომლის შენიშვნაც ძალიან ობიექტურია.

მე ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი. სხვა ახალგაზრდებთან ერთად. თაობა, რომელიც აქციის შემდეგ ქუჩებს ალაგებთ, აგრესიას გმობთ, ბნელში ანათებთ და მხოლოდ ამიტომ მინდოდა იქ, მეტი ყოფილიყავით. ორკებზე, იგივე სურვილი არ გამომითქვამს.

1. მესმის რომ დაემთხვა ბასიანის ივენთი, მანამდე იყო 4GB და ვერ გადანაწილდა სწორად ძალები, მაგრამ სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ რომ პრიორიტეტების განსაზღვრა კარგი იქნებოდა.

2. არგუმენტი, რომ ორკები ცუდათ გამოიყენებ ჩემს პოსტს და ეს სიტუაციას ამწვავებს, არაა სწორი. კრიტიკას, შენიშვნას, ყოველთვის იყენებს ვიღაც. მაშინ საერთოდ ავკრძალოთ ის. სურვილის გამოთქმა, რომ მეტი ახალგაზრდის ნახვა მინდოდა, არის ჩვეულებრივი.

3. მე, ვხედავდი უფრო მეტ, საშუალო ასაკის ადამიანს, ვიდრე ახალგაზრდას და არსად მითქვამს, რომ საერთოდ არ მინახავს ისინი.

4. მე ვიცი, როცა, რაღაც ძალიან გინდათ, როგორი ძალა და ენერგია მოდის თქვენგან და იმედი მაქვს, შემდეგი აქციაზე, თუ დაემთხვევა გულაობა ივენთი, სოლიდარობის აქციას, უფრო ბევრი აირჩევთ. უბრალოდ, უფრო ბევრნი..

5. ძალიან ბევრი პოსტი შემხვდა, თითქოს ეს ნაციონალების აქცია იყო და სიმართლე გითხრათ, ერთ-ერთი შეფერხების მიზეზი ესეც მეგონა. ამიტომაც იყო მეორე აბზაცი იმავე პოსტში.

აღარ მინდა მეტი დადეტალება და სურათების დადება, სად უფრო დიდი რიგი იდგა. ყველას აქვს უფლება აირჩიოს სად დგას, მაგრამ მეც მაქვს უფლება მქონდეს სხვა მოლოდინი, სხვა აზრი, სხვა შეფასება. მაშინ როცა გულწრფელად თქვენი, მხოლოდ გულშემატკივარი ვარ.

ახალგაზრდებს, რომლებიც იდექით გუშინ აქციაზე მადლობას გიხდით. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ სიტუაციის შეცვლა. ასე იყო ყოველთვის. ძალა იქაა, სადაც თქვენ ხართ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100