სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის და ფონდი „ჯუნოს“ ორგანიზებით „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“ გაიმართება

თბილისი, 15 ნოემბერი, 2016 - საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის და ფონდი „ჯუნოს“ ორგანიზებით, რიგით მესამე „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“-ი გაიმართება. ფორუმი ერთდღიანი ღონისძიებაა და მისი მიზანი ბლოგერების, ინტერნეტ აქტივისტების, დეველოპერებისა თუ უბრალოდ დაინტერესებული პირების ერთად შეკრებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინტერნეტის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად, იზრდება ადამიანთა დაინტერესება ციფრული ტექნოლოგიების მიმართ. „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“ კი სწორედ ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს, ისაუბრონ თავიანთ იდეებზე, განხორციელებულ პროექტებზე და გაუზიარონ სხვა ადამიანებს საკუთარი გამოცდილება. ამასთან, გაიცნონ ერთმანეთი, დასახონ მიზნები სამომავლოდ, საქართველოში კიდევ უფრო მეტი საინტერესო, პროექტების განახორციელებისთვის.

ფორუმზე სხვადასხვა სფეროდან, განსხვავებული ინტერესის და პროფესიის მქონე ადამიანები, თავიანთ პროექტებზე, ბლოგებსა თუ იდეებზე ისაუბრებენ, შემდეგ კი დამსწრეთა კითხვებს უპასუხებენ. ფორუმი დინამიურ ინტერაქტიული იქნება და დინამიურ რეჟიმში წარიმართება, რადგან მისი მიზანი სწორედ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება და გაცვლაა. „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“ -ზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოში ინტერნეტ აქტივობით და ციფრული ტექნოლოგიებით. „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“-ი 26 ნოემბერს, სასტუმრო „ფაბრიკაში“ გაიმართება.

დამატებითი ინფორმაცია ფორუმის, რეგისტრაციის და ბილეთების შეძენის შესახებ იხილეთ: http://fb.com/InternetForumTbilisi

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.8%) მიხედვით (2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 273 სერვისცენტრის, 763 ბანკომატისა და 2,681 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100