სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტერაქტი გროზნოში - ფოტო და ვიდეო მასალა შეტაკების ადგილიდან...

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში შეტაკებები გრძელდება ადგილობრივ სამართალდამცავებსა და შეიარაღებულ პირებს შორის. ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, "ბოევიკები" გროზნოს ცენტრში მდებარე სკოლაში შეიჭრნენ.
როგორც Эхо Москвы-ს ეთერში რამზან კადიროვმა განაცხადა, "ბოევიკები" ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ 12 დეკემბერს, როდესაც კონსტიტუციის დღე აღინიშნება.
არსებული ინფორმაციით, გროზნოში შეტაკების შედეგად დაღუპულია შვიდი შეიარაღებული პირი და ხუთი პოლიციელი.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ღამით პოლიციელებზე თავდასხმის შემდეგ, შეიარაღებული პირები გროზნოში, მთავრობის სახლის მახლობლად მდებარე ბეჭდვით სახლში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100