სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი საათის წინ მოსკოვში მასობრივ ჩხუბს მსხვერპლი მოჰყვა

„ეხო მოსკვის“ ცნობით, დაახლოებით ერთი საათის წინ მოსკოვში მორიგი მასობრივი ჩხუბი მოხდა, რომელშიც რუსი და აზერბაიჯანელი ეროვნების პირები მონაწილეობდნენ.

შეტაკების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდმა კი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. ჯერჯერობით არ სახელდება გარდაცვლილი პირის ვინაობა და ეროვნული წარმომავლობა.

შეტაკება ქალაქის ცენტრში, ერთ–ერთ მეტროსადგურთან მოხდა და მასში, საერთო ჯამში, დაახლოებით 200 ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც ტრავმატული და ცივი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულნი.

თვითმხილველთა თქმით, შეტაკებაში პოლიცია გვიან ჩაერთო, ახალგაზრდები რეზინის ხელკეტების გამოყენებით დაშალა, ხოლო რამდენიმე მათგანი დააკავა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ არც მოსკოვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და არც შსს–ს მოსკოვის სამმართველოს წარმომადგენლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100