სასჯელი ქალიშვილობის აღდგენისთვის
აბუ-დაბის სასამართლომ ახალგაზრდა ქალს მეუღლისთვის 8 ათასი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ იმის გამო მიიღო, რომ ქალბატონმა ქალიშვილობის აღდგენის ოპერაცია გაიკეთა და მომავალ ქმარს „თავი შეატყუა“
როგორც „ყალბი ქალიშვილის“ მეუღლემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ცოლის ტყუილმა ის დეპრესიაში ჩააგდო და ადამიანებისადმი ნდობა დაუკარგა, რის გამოც ქალი ვალდებული იყო მისთვის მორალური ზარალი ფულადი კომპენსაციით აენაზღაურებინა.
გამოძიების ინფორმაციით, მომჩივანი ქმარი მატყუარა ქალბატონისთვის ეს რიგით მეორე მეუღლე იყო, რაც ქალბატონმა ქმარს საგულდაგულოდ დაუმალა და მტკიცებულებების გაქრობის მიზნით ქალიშვილობის აპკიც კი აღიდგინა, თუმცა ქორწინებიდან 3 წლის შემდეგ ტყუილი მაინც გამჟღავნდა, რადგან „ყალბი ქალიშვილის“ მეუღლეს ანონიმური sms -ს მეშვეობით უცხო პირმა ცოლის წარსული უამბო.
კომენტარი