წამოსვლის წინ ჩემს ოჯახს ძალიან ცუდი რამ დაემართა... - ხათუნა ჟორდანიას ლაივ ჩართვა თურქეთიდან (ვიდეო)
“დღეს მოვფრინავ თბილისში ბედნიერი და გახარებული” – ლაივჩართვით გვატყობინებს ხათუნა ჟორდანია, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. თურქეთში, აჩიბადემის კლინიკაში, შემოწმებაზე მეორედ ჩავიდა. მეოთხე სტადიის ავი სენი დამარცხებულია და ის ჯანმრთელი ბრუნდება სამშობლოში.
სამი თვის წინ ფილტვში დარჩენილ სიმსივნეზე დასხივება გაიკეთა. ექიმის თქმით, დარჩენილია მხოლოდ დასხივების შედეგად დარჩენილი ნაწიბური, რომელიც ხელს არაფერში შეუშლის.
ხათუნა ჟორდანია: – ამ ჩართვის განწყობა არ მქონდა, რადგან თურქეტში წამოსვლის წინ ჩემს ოჯახს ძალიან ცუდი რამ დაემართ, რომელზეც ახლა საუბარი არ მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს და მათთვის გავაკეთე ეს ჩართა. ბევრს აქვს ეს დაავადება, მაგრამ გეტყვით, ფარხმალი არ დაყაროთ. იბრძოლეთ ბოლომდე.
ვიცი, რა მძიმეა იმ გზის გავლა, რომელსაც სიმსივნიანი ადამიანები გადიან და რამხელა ნუგეშია, როდესაც გაიგებ, რომ ვიღაც გამოჯანმრთელდა.
ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი. იბრძოლეთ ბოლომდე.
როდესაც განყობას შეიქმნით, რომ ყველა დაავადების დამარცხება შეგიძლიათ, დამიჯერეთ, ეს ასეც მოხდება. როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა.
კიბო განაჩენი არ არის. ვინც ეს ვერაგი დაავადება ვერ დაამარცხა, დამიჯერეთ, როდესაც თავს დააჯერებთ, რომ როდესაც ეს სიმძიმე შეგიძლიათ გადალახოთ, გადალახავთ.
აქ მყოფი ქართველები მეკითხებოდნენ, რა მდგომარეოაბაში ჩამოვედი. ჩემი დიაგნოზი იყო ფილტვის მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე… აქ რომ ჩამოვედი, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი. მე დღეს ჯანმრთელი ვარ.
ახლა ახალი გამოწვევების წინაშე ვარ. წონაში უნდა დავიკლო. ექიმმა მითხრა, დეკემბერში რომ ჩავალ, დაკლებული უნდა ვიყო.
მოკლედ, იბრძოლეთ და შედეგს აუცილებალდ მიაღწევთ. მე ყველასთვის ვიქნები მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
მადლობა უპირველესად, ღმერთს, რომ ჩვენი ვედრება შეისმინა და ჯანმრთელობა მიწყალობა.
მადლობა ექიმებს და ჩემი ოჯახის თითოეულ წევრს, რომ ჩვენ ყველას ამ შედეგისთვის მიგვეღწია.
ვინც მწერთ და მილოცავთ, მიყვარხართ ყველა. თუ რაიმე რჩევა დაგჭირდებათ, არ მოგერიდოთ, მომწერეთ.
დიდი მადლობა სიყვარულისთვის, კეთილი სიტყვებისთვის.
კომენტარი