სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახეთში დედამ ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო

სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში დედამ ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო. სამართალდამცველებმა საპირფარეშოში ჩაგდებული ჩვილის ცხედარს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც 32 წლის ქალბატონი ძლიერი სისხლდენით წნორის კლინიკაში გადაიყვანეს.

სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ მედიკოსებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საეჭვოდ შეაფასეს და პოლიციას დაუკავშირდნენ. 

გაირკვა, რომ ნაყოფი საპირფარეშოში იყო ჩაგდებული. სავარაუდოდ, ქალბატონი 7 თვის ორსული იყო და ფეხმძიმობის ფაქტს მალავდა. 

გარდაცვლილი ჩვილის დედა ამ დროისთვის წნორის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას ორი შვილი ჰყავს. 

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სიცოცხლის განზრახ მოსპობის მუხლით აღიძრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100